Thursday, July 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ფაქტობრივად, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს” – ბერდია სიჭინავა ე.წ. ჩორჩანას საქმეზე

July 2, 2026
“ფაქტობრივად, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს” – ბერდია სიჭინავა ე.წ. ჩორჩანას საქმეზე

[ჩორჩანას საგუშაგოს საქმე] არის დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, როდესაც, ფაქტობრივად, საბაბს, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, თითქოს, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგება არის დანაშაული და ეს არის ვინმეს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული აქტი , – ამის შესახებ „გახარია საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, გიორგი გახარიას ადვოკატმა, ბერდია სიჭინავამ ჟურნალისტებს საქალაქო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც ე.წ. ჩორჩანას ეპიზოდზე საქმის განხილვა არის დაგეგმილი.

როგორც სიჭინავამ აღნიშნა, ქართული პროკურატურა საქმეში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.

“გრძელდება ჩორჩანას საქმესთან დაკავშირებით არსებითი განხილვა, ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა. შესაბამისად, დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარე წარმოადგეს მოწმეებს. არ ვიცით ვინ იქნებიან. სავარაუდოდ, შეიძლება იყვნენ ადგილობრივი მცხოვრებლები. ფაქტობრივად, ამ საქმეში საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს ქართული პროკურატურა, როდესაც ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ნარატივთა და მტკიცებულებებით ასამართლებენ შს ყოფილ მინისტრს, რომელსაც ედავებიან საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგებას. ხედავთ როგორი ანექსიური პროცესები მიდის ცხინვალის რეგიონში. ჩვენი ძირძველი ქართული მიწის ტერიტორიის ფაქტობრივი მითვისება მიდის რუსეთის ფედერაციის მხრიდან „ოცნების“ ხელისუფლების დანაშაულებრივი დუმილის ფონზე. გუშინ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი გაიმართა, მორიგი რაუნდი, სადაც ქართული მხარის კატეგორიული პოზიციის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ არ ვიცით. მათ შორის რა კატეგორიული განცხადებები თუ საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები დაიგეგმა თუ მოითხოვა ქართულმა მხარემ იმისთვის, რომ ანექსიური პროცესები ამ ქვეყანაში გაჩერდეს. ეს არის ერთი დიდი ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი, როდესაც ფაქტობრივად საბაბს, მტკიცებულებებს აძლევს ქართული მხარე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს, რომ, თითქოს, საქართველოს კუთვნილ ტერიტორიაზე საპოლიციო საგუშაგოს აგება არის დანაშაული და ეს არის ვინმეს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული კონკრეტული აქტი. ამისთვის აუცილებლად მოუწევს ყველას სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • დაკავებულია კაცი, რომელმაც დუშეთში ძაღლი მოკლა
  • თბილისში, ავტობუსის ქვეშ გზა ჩავარდა – რა ვითარებაა ადგილზე?

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge