ოპოზიციის დევნის საქმე – კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის თქმით, დახურულ სასამართლო სხდომაზე კიდევ ორმა მოწმემ ახსენა მისი მარჯვენა ხელი.
ბრალდებული პოლიტიკოსის თქმით, მოწმეებს არ ახსოვთ, სად იდგა, რა ეცვა, თუმცა ირწმუნებიან, რომ ახსოვთ მისი მარჯვენა ხელი.
დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი … ცოტა კონსტანტინე არსაკიძეობაც კი მომწონს, ერთი მისი მარჯვენაა საყოველთაოდ ცნობილი და ახლა ჩემიც ხდება ნელნელა – წერს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია.
“საბოტაჟის საქმეზე კიდევ ორმა მოწმემ მახსენა. უფრო სწორად, ჩემი მარჯვენა ხელი ახსენა. მარტო ეგ ახსოვთ, როგორც წინა მოწმეებს: აწევდა თუ არა მარჯვენა ხელს, ხალხი იხუვლებდა და პარლამენტისკენ იძვროდაო. არაფერი არ ახსოვთ მეტი – არც სიტყვები, არც სახის გამომეტყველება, არც სად ვიდექი, რა მეცვა, რას ვაკეთებდი, არც მარცხენა ხელი – მარტო მარჯვენა ხელი და მისი აწევ-დაწევა :))))
დირიჟორი ვგონივართ ამათ, მგონი. ტოსკანინი, ფონ კარაიანი, ბარენბოიმი და მე.
ცოტა კონსტანტინე არსაკიძეობაც კი მომწონს, რაღაცნაირად :)) ერთი მისი მარჯვენაა საყოველთაოდ ცნობილი და ახლა ჩემიც ხდება ნელნელა :)))
ps ეს მარჯვენა ხელზე ჩაციკლული პოლიციელები ცოტა უხერხული კია. მარჯვენა მარტო დირიჟორობისთვის არ გამოიყენება, მოგეხსენებათ”.- წერს ნიკა გვარამია
