Thursday, July 2, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა გიორგი მალანიასთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

July 2, 2026
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა გიორგი მალანიასთვის მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანია დიღმის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი და ბრალის ოფიციალურად წარდგენას ელოდება.

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის, მერაბ მალანიას შვილი ადვოკატმა გუშინ მოინახულა. როგორც ლაშა ცუცქირიძემ “პირველებს” განუცხადა, დაკავებულ არასრულწლოვნათან საქმის დეტალებზე არ უსაუბრია.

“წუხელ გვიან ღამით რომ შეასახლეს, რამდენიმე წუთით მოვინახულე, უბრალოდ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა. მე თვითონ არ გადავწყვიტე, რომ რაღაც პრობლემურ დეტალებზე გვესაუბრა, აქედან გამომდინარე ჩემთვის უცნობია მისი პოზიცია დეტალებთან დაკავშირებით. დაკავების ოქმით, გუშინ შუადღის საათებში იქნა დაკავებული, იმყოფებოდა ბებიასთან სოფლად და ჩვეულებრივი პროცედურებით იქნა დაკავებული. სხვა რაიმეს თქმა არ შემიძლია.

როგორც ჩემთვის ზეპირსიტყვიერად არის ცნობილი, იგი სარგებლობდა მოწმის სსტატუსით ამ ეტაპამდე, დაკითხული იყო საგამოძიებო უწყებაში”, – ამბობს ადვოკატი ლაშა ცუცქირიძე.

მოკლული მასწავლებლის დედა კი დაკავებულისთვის ბრალის გადაკვალიფიცირებას ითხოვს – ეკა კუპატაძე ფიქრობს, რომ გიორგი მალანიას არა დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლი, არამედ ორგანიზების მუხლი უნდა წარედგინოს.

დარწმუნებული ვარ მუხლი შეიცვლება და ის იქნება ორგანიზატორი ამ საქმის – ეუბნება ავალიანის დედა “პირველებს”.

ეკა კუპატაძის თქმით, რომ არა შსს-ს ყოფილი მაღალჩნოსნის შვილი, გიგა ახლა ცოცხალი იქნებოდა. ქალი ამბობს, რომ სწორედ გიორგი მალანიასგან შეიტყო მისამართლი მკვლელობაში მსჯავრდებულმა ალექსანდრა გაბაშვილმა.

“გიორგი მალანია არის პირი, რომელსაც შეეძლო ამ მკვლელობის მართვა. მას შეეძლო გადაერჩინა გიგა, მაგრამ მან არჩევანი გააკეთა გიგა მკვლელობაზე. მან იცოდა, რომ იმ დღეს გიგას წუთები ეთვლებოდა. როგორც ჩანს საგაკვეთილო დროს, გიორგი მალანიას და ალექსანდრე გაბაშვილს შორის სატელეფონო კავშირიც არის. იკვეთება ის, რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია აიღო გიორგი მალანიადან ალექსანდრე გაბაშვილმა. გაბაშვილმა არ იცოდა როგორი იყო ფიზიურად გიგა, არ იცოდა როგორი ვიყავი მე, არ იცოდა ჩვენი მისამარართი.

8 ოქტომბერს ისეთი ინტენსივობით უკავშირდება გიორგი მალანიას, რომ უდავოა, რომ საუბრობენ ისევ გიგაზე და 9 ოქტომბერს გაიხსნა მერე საქმე ოფიციალურად. გიორგი მალანიას სერიოზული როლი აქვს როგორც ორგანიზატორს ამ მვკლელობასი. რომ არა გიორგი მალანია, დღეს გიგა ავალიანი იქნებოდა ცოცხალი – მაშინ რატომ წარუდგინა პროკურატურამ მუხლი შეუტყობინებლობაზე? ეს ეხლა უკვე ტექნიკური ნაწილია. ამ წუთში მყარი მტკიცებულება, რომელი მუხლისაც ხელში უჭირავს, იმ მუხლით წაუყენა, თუმცა, პროკურატურამ ჩემზე, თქვენზე, სხვაზე კარგად იცის გიორგი მალანიას როლი ამ საქმეში და მე დარწმუნებული ვარ მუხლი შეიცვლება და ის იქნება ორგანიზატორი ამ საქმის. საქმე იყო გაჯერებული ირიბი და პირდაპირი მტკიცებულებებით. სწორედ ამ გაწერილმა თავშეკავებამ მაფიქრებინა ის,ხომ არ აკავებთ ვინმე ან რამე. ხოკმ არ უზღუდავთ მათ ვინმე პროფესიულ უფლებამოსილებას”, – აცხადებს ეკა კუპატაძე.

გიორგი მალანია სამართალდამცველებმა გუშინ გურიის რეგიონში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიების შედეგად დააკავა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს დააკავეს.

შსს-ს თანახმად, ბრალდებული ფლობდა ინფორმაციას გიგა ავალიანზე თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე, მან გიგა ავალიანაზე თავდასხმიდან მალევე შეიტყო ჩადენილი ქმედების დეტალები, თუმცა მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

ცნობისთვის, მოკლული მასწავლებლის დედა, ეკა კუპატაძე გიორგი მალანიას დაკავებას თვეებია ითხოვდა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსკოვის გამზირზე მდებარე „ორი ნაბიჯის“ ფილიალი ორ კვირაში უკვე მეორედ გაქურდეს
  • ევროპარლამენტი საქართველოსა და თურქეთს დემოკრატიული უკუსვლის გამო აკრიტიკებს
  • “დიქტატურამ ჩაიდინა მორიგი დანაშაული, ეფ-ეს-ბეს დააყენებინეს კამერები თბილისის ცენტრში…” – რას ამბობს მიხეილ სააკაშვილი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge