მუქარა შარჟის გამო – ბექა ოდიშარიას შვილის სახელით უკრაინაში მებრძოლ ქართველს, გიორგი ფარცვანიას, სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან.
ქართველი მეომარი ყვება, რომ შეტყობინებები სოციალურ ქსელში მიიღო.
მიზეზი, სავარაუდოდ, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენებია – უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედრო “ქართული ოცნების” წევრებს ურეკავენ, მხარდამჭერებად ეცნობიან და ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამო პასუხებს სთხოვენ. ფარცვანიამ ასე ბექა ოდიშარიასაც დაურეკა.
“ამ დილას [ბექა] ოდიშარიას შვილი მწერს გინებებით. 4 წელი და 3 თვეა რუსები მემუქრებიან მოგკლავთო და რავიცი რაებს არ მემუქრებიან, თან რუსეთში 28 წელი მომისაჯეს და ჯარიმა დამაკისრეს 2 მილიონი რუბლი. ჩამოდი უკრაინაში. არ მინდა ვითომ ბლატაობა, ყველგან გიპოვნიო, სადაც არ უნდა იყოო – აგერ ვარ უკრაინაში, ჩამოდი. ან რომ დამბლოკე, არ გაინტერესებდა პასუხი? აბა გელოდები, ნომერი უცვლელია,” – ამბობს ვიდეოში გიორგი ფარცვანია.
