6 ივლისს ქუთაისში +33 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +23 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +33, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +20 გრადუსი დაფიქსირდება.
ფოთში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +32 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც მზიან დღეს ვარაუდობენ, დღისით ტემპერატურა +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსია ნავარაუდევი. +30 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +21 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც უნალექო დღეა. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. გამოიდარებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +30 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +20 გრადუსი. ახალციხეში მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +31 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +11 გრადუსამდე დაიწევს.
უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +30, ღამის განმავლობაში კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, სადაც დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
გორში უნალექო დღე იქნება, +33 გრადუსია დღისით, ღამის განმავლობაში კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერის ტემპერატურა +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +16 გრადუსი.
გამოიდარებს გუდაურშიც. დღისით +18 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +18, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხშიც მზიანი დღეა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში უნალექო დღეა ნავარაუდევი, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო დღე იქნება გურჯაანშიც, სადაც დღისით +30 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება.
რუსთავშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +31 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +19 გრადუსს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.