Friday, July 3, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს

July 1, 2026
რა თქვა სუსის გამომძიებელმა ხაბეიშვილის პროცესზე – სასამართლო სხდომის დეტალები

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ხალხის სამსახურისთვის თანამდებობა არ სჭირდება, მისი მთავარი ამბიცია კი ბრძოლასა და საქმეში პირველობაა.

ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში წერს ოპოზიციის ერთიანობის საკითხზე და ამბობს, რომ არ აპირებს აპირებს რაიმე პროცესში შემაფერხებელი იყოს, თუმცა აღნიშნავს, რომ იცის, ენმ-სთან და ხალხთან ერთად, როგორ მიიყვანს ბრძოლას ბოლომდე.

„ჩემთვის სტატუსი და თანამდებობა ენმ-ში არის ხალხის სიყვარული, სითბო, ნდობა, მათი დამოკიდებულება. გულწრფელად ვფიქრობ, რომ ამ სიყვარულსა და ნდობაში ახლაც ბევრი ვერავინ შემეცილება.

შესაბამისად, ეს არის ჩემი სტატუსი და თანამდებობა ენმ-ში.

შიდა არჩევნებში 25 ათასი ხმა მივიღე და ისე გავიმარჯვე! ამდენ ხმაზე შიდა არჩევნებში კი არა, პარტიები ეროვნულ არჩევნებში ოცნებობენ.

კიდევ ბევრი დრო დასჭირდება, რომ ამხელა ნდობით, მანდატითა და შიდა დემოკრატიით აირჩიონ “ლიდერი”.

მაშინაც ეს პოზიცია მქონდა და ახლაც ასე ვფიქრობ.

არჩევნების დროსვე განვაცხადე, რომ ამ პარტიის უპირობო ლიდერი არის მიხეილ სააკაშვილი და რადგან ის ტყვეობაშია, მხოლოდ ამიტომ ვმონაწილეობდი არჩევნებში და არა რაიმე ამბიციების გამო.

2024 წელს, როდესაც არჩევნები ახლოვდებოდა და ამასობაში სახის ძვლები დამილეწეს, ღმერთის წყალობით ინვალიდობას გადავრჩი, სწორედ მაშინ დადგა ოპოზიციის გაერთიანების საკითხი.

შიდა საუბრებში სხვა ოპოზიციონერები, ჩემთან ერთად, კოალიციას სკეპტიკურად უყურებდნენ. ჩემი „დონე“ არ მოსწონდათ.

ამასთან, ივანიშვილის ქოცპროპაგანდა დილა-საღამოს მებრძოდა, მაშავებდა, ხოლო ამ ყველაფერს ოპოზიცია შიგნით იყენებდა და ცხადია ეს საკითხი მარტივად გადავწყვიტე. თანამდებობა, საარჩევნო სია (სადაც მეთოთხმეტე ვიყავი) ჩემთვის მეათეხარისხოვანი იყო. შესაბამისად, საერთო საქმისთვის გავიწიე..

თუ მე ვიყავი პრობლემა, რომ ბიძინაზე გაგვემარჯვა და ერთობა ყოფილიყო, აბა, ამ საკითხს როგორ დავაყენებდი კითხვის ნიშნის ქვეშ?! ხო და ხუთ წუთში ვთქვი, რომ მე გავიწევი და აგერ ბურთი და აგერ მოედანი. ცხადია, „მე“ მიზეზი ვიყავი, თორემ არავინ არსად არ გაერთიანდა…

მიკროფონებისთვის იომეს და საბოლოოდ ყველა ციხეში გაგვაერთიანა ბიძინამ.

არც მომავალში ვაპირებ, რაიმე პროცესში შემაფერხებელი ვიყო. თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან ძლიერად ვგრძნობ თავს და ისიც ვიცი, ენმ-სთან და ხალხთან ერთად, როგორ მივიყვან ბრძოლას ბოლომდე.

არანაირი თანამდებობა არ მჭირდება იმისათვის, რომ ვემსახურო ჩემს ხალხს! მე ვარ მოსამსახურე ჩემი ხალხის და შესაბამისად მათი სიყვარული და ნდობა არის ჩემი უმაღლესი თანამდებობა!

ერთადერთ რამეზე მაქვს “პრეტენზია”, მაქვს ამბიცია, რომ ბევრი ვერ შემეჯიბრება საქმეში, ბრძოლაში და ხალხის ჩემდამი დამოკიდებულებაში. საერთოდ არ მგონია ახლა ეს საკითხი საინტერესო, განსახილველი, მაგრამ რადგან ჩემგან დამოუკიდებლად აქტუალური გახდა ეს თემა, მეც გაგიზიარეთ ჩემი პოზიცია.

და მაინც, საქმეს მივხედოთ, საქმეს“, – წერს ხაბეიშვილი.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • გაზის მიწოდება შეწყდება – ნახეთ, მისამართები
  • საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს
  • სპეციალური პენიტენციური სამსახური ნანა სანდერის ბრალდებას პასუხობს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge