ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი აცხადებს, რომ ნებისმიერი მუქარა ირანელი ხალხისა და ლიდერების წინააღმდეგ, მყისიერ პასუხს მიიღებს.
„ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი სრულიად ცხადი და საჯაროა ყველასთვის. აშშ-ს პრეზიდენტმა ვალდებულება აიღო, ალიკაპი გაუკეთოს თავის შინაურ ცხოველებს თელ ავივში. ისინი თუ უგულებელყოფენ პატრონს, მაშინ ირანი მათ გაწვრთნის. ნებისმიერი მუქარა ჩვენი ხალხისა და ლიდერების წინააღმდეგ, მყისიერ ძლიერ პასუხს მიიღებს“, – წერს არაღჩი ისრაელის თავდაცვის მინისტრ, ისრაელ კაცის განცხადების საპასუხოდ.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის მინისტრს ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, ირანის ახალ სულიერ ლიდერთან დაკავშირებით. ისრაელ კაცმა თქვა, რომ ის „მონიშნულია სიკვდილისთვის“ და რომ ვიდრე თეირანი ცდილობს ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში „დათმობები მოიპოვოს“ , ისრაელი „არ დაუშვებს, ირანმა ბირთვული იარაღი განავითაროს“.
