სოციალურ ქსელში დეპუტატ თეა წულუკიანისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრ ლევან მურუსიძის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე ერთ პირს 2000 – ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.
სხდომა თელავის რაიონულ სასამართლოში გაიმართა. მოსამართლე გრიგოლ ვატიტაძემ მოქალაქე იოსებ ჭუაძე სამართალდამრღვევად ცნო.
საქმე ერთ -ერთი საინფორმაციოს ვებგვერდზე იოსებ ჭუაძის მიერ დაწერილ კომენტარს ეხებოდა.
