მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი კვლავ მცირდება. 1 უნციის ღირებულება 4 ათას დოლარს ჩამოსცდა. კერძოდ კი, თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 3 979 დოლარი ღირს. დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის ფასმა 1.07%-ით იკლო.
რაც შეეხება ვერცხლს, ამ დროისთვის ერთი უნციის ღირებულება 57.8 დოლარია, რაც ერთდღიან ჭრილში 2.71%-ით დაკლებული მაჩვენებელია.
საქართველოში ამ დროისთვის 1 გრამი 999 სინჯის ოქროს ფასი საქართველოში 356 ლარი ღირს, 750 სინჯის – 267 ლარი, ხოლო 585-სინჯიანი ძვირფასი ლითონი 208 ლარი ღირს.
რაც შეეხება ვერცხლს, 999 სინჯის ვერცხლი 4.91 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის ძვირფასი ლითონი 4.30 ლარი ღირს.
