ეროვნული ბანკი ქუთაისში ახალ საკასო ცენტრს ააშენებს – პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა დაიწყოეროვნული ბანკი ქუთაისში ახალ საკასო ცენტრს ააშენებს – პროექტირებისთვის ბაზრის კვლევა დაიწყო. ინფორმაციას “bpn” ავრცელებს
საქართველოს ეროვნული ბანკი ქუთაისში ახალი საკასო ცენტრის მშენებლობას გეგმავს. ამ მიზნით უწყებამ პროექტირებისა და პროექტირების მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო და საზედამხედველო მომსახურებების შესყიდვამდე ბაზრის კვლევა გამოაცხადა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, პირველ ეტაპზე ეროვნული ბანკი შენობის პროექტირების მომსახურების, ასევე პროექტირების მენეჯმენტთან დაკავშირებული საკონსულტაციო და საზედამხედველო მომსახურებების შესყიდვას გეგმავს.
შესყიდვის განცხადების თანახმად, პროცესში მონაწილეობით დაინტერესებულ ყველა შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართოს და შესყიდვაში მონაწილეობის ინტერესი გამოხატოს.
დაინტერესებულ პირებს ეროვნულ ბანკთან დაკავშირება განცხადების გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში შეუძლიათ.
შესყიდვის ობიექტი მოიცავს არქიტექტურულ დაპროექტებასთან დაკავშირებულ, არქიტექტურულ-საინჟინრო, დაგეგმარების და არქიტექტურულ საკონსულტაციო მომსახურებებს.
