Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“არამარტო ქრთამის აღებაში, არამედ ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს წვლილი არ მიუძღვის”- ადვოკატი

July 1, 2026
“არამარტო ქრთამის აღებაში, არამედ ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს წვლილი არ მიუძღვის”- ადვოკატი

არამარტო ქრთამის აღებაში, არამედ ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებაში სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილეს, ლევან ახობაძეს წვლილი არ მიუძღვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა, დავით სიმონიამ სუს-ის უფროსის ყოფილ მოადგილე ლევან ახობაძესთან დაკავშირებით განუცხადა, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბრალდების საქმეში პირდაპირი მტკიცებულება არ არსებობს. ადვოკატის თქმით, სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ განიხილა ლევან ახობაძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის საკითხი და ის ძალაში დატოვა.

„დაცვის მხარის პოზიცია არ შეცვლილა. პროკურატურას არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ კვლავაც საჭირო გახდებოდა ლევან ახობაძის პატიმრობაში დატოვება, თუმცა სამწუხაროდ, სასამართლო დაეყრდნო პროკურატურის შაბლონურ განცხადებებს და ლევან ახობაძე პატიმრობაში დატოვეს. რაც შეეხება საქმის დეტალებს, ამის თაობაზე მხოლოდ სასამართლოში შემიძლია ვისაუბრო და კონკრეტული პასუხები გავცე. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე, არ შემიძლია მოწმეების ჩვენებებთან დაკავშირებით კონკრეტულ შინაარსში შევიდე. რაც შემიძლია ნათლად გითხრათ, ერთადერთი არის ის, რომ მნიშვნელობა არ აქვს სახელსა და გვარებს, ვინ იქნება, ლევან ახობაძის დანაშაულებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პირდაპირი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს“, – განაცხადა დავით სიმონიამ.

მისი თქმით, ლევან ახობაძე გამოძიებასთან თანამშრომლობს. ადვოკატის განმარტებით, სასამართლოს დღევანდელ პროცესზეც დააფიქსირეს, რომ თავად დაცვის მხარეც არის ჩართული გამოძიების პროცესში იმისათვის, რომ სასამართლოზე კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინონ ლევან ახობაძის უდანაშაულობასთან დაკავშირებით.

„ჩვენც გვყავს კონკრეტული მოწმეები, დოკუმენტები, რომლებიც დაადასტურებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებს, რომ ლევან ახობაძეს წარდგენილ ბრალდებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის – არამარტო ქრთამის აღებაში, არამედ ნებისმიერი სახის დანაშაულებრივ ქმედებაში ლევან ახობაძეს წვლილი არ მიუძღვის.

დარწმუნებული ვარ, რომ [საქართველოში ე.წ. შავის ფულის შემოსვლაზე ინფორმაცია] თუკი ჰქონდა ლევან ახობაძეს თავისივე სამსახურებრივი მდგომარეობიდან მოახდენდა შესაბამის რეაგირებას და მოახდენდა კიდეც ამ ადამიანების მიმართ სამართლებრივი დავის დაწყებას“, – განაცხადა დავით სიმონიამ.

რაც შეეხება შეკითხვას, გამორიცხავს, თუ არა იმას, რომ ლევან ახობაძეს მისი ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მიეცა, ადვოკატი განმარტავს, რომ ასეთი ინფორმაცია მას არ აქვს. ასევე ადვოკატი გამორიცხავს, რომ თავისუფლების სანაცვლოდ იმ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც ახობაძისთვის ცნობილი არ არის, გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება მისცეს.

„არა, გამორიცხულია, იმ კონკრეტულ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც ლევან ახობაძისთვის ცნობილი არ არის, ის ჩვენებას ვერ მისცემს”, – განაცხადა დავით სიმონიამ.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ლევან ახობაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დააკავა. ახობაძე დაკავებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე.

გამოძიების თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, მეწარმეს შუამავლების მეშვეობით დახმარება აღუთქვა თანხის დაბრუნებაში, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 500 000 ლარი მოითხოვა, თუმცა საბოლოოდ 250 000 ლარის გადაცემაზე შეთანხმდნენ.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე” ქვეპუნქტით (მოხელის მიერ პირდაპირ ფულის მოთხოვნა და მიღება, რათა მოხელემ ქრთამის მიმცემის სასარგებლოდ განახორციელოს რაიმე ქმედება და გამოიყენოს თავისი სამსახურებრივი ავტორიტეტი ანალოგიური მიზნის მისაღწევად, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მკვლელობის შემდეგ ბიძაშვილმა ფატიმა ქერიმოვას ფოტოები გადაუღო და მოკლულის დას გაუგზავნა
  • “ბოდვა!” – გახარიას გუნდი მამუკა მდინარაძის განცხადებებს პასუხობს
  • სოციალურ ქსელში დაწერილი შეურაცხმყოფელი კომენტარებისთვის სასამართლოებმა რამდენიმე საქმე განიხილეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge