სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მაისში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 631 პირის მიმართ. აქედან გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩადენილია 179 პირის მიერ, რაც დევნადაწყებული პირების 6.8%-ს შეადგენს.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის მაისში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 953 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, აჭარაში – 316, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში – 9 შემთხვევა.
2026 წლის მაისში დევნის დაწყების მაჩვენებელი, სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით, ასე გადანაწილდა: ქურდობა – 360 შემთხვევა; მუქარა – 287 შემთხვევა; ოჯახური ძალადობა – 195 შემთხვევა; ძალადობა – 172 შემთხვევა; გაუპატიურება – თერთმეტი შემთხვევა; გარყვნილი ქმედება – ხუთი შემთხვევა; თაღლითობა – 151 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა ან/და შენახვა – 717 შემთხვევა; ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება – 188 შემთხვევა.
