“ჯერ არ ყოფილა მომართვა. ისე, წინასწარ რომ იცოდეთ, ჩვენი კლინიკა იქნება მხოლოდ ინფრასტრუქტურა – თავისი მკურნალი ექიმი ეყოლება, ის მიხედავს და ყველა კითხვები გადაამისამართეთ მის მკურნალ ექიმთან შემდგომში. ჩვენ მხოლოდ ინფრასტრუქტურას ვუზრუნველყობთ და თუ რაღაცა ტექნიკურად დასჭირდება – სხვა მხრივ ჩვენი მონაწილეობა მანდ არ იქნება” – ამბობს კლინიკა ვივა მედის დირექტორი ნინო ნადირაძე.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ელენე ხოშტარიას ვივა მედში გადაყვანა იგეგმება. ჯერჯერობით უცნობია თუ კონკრეტულად როდის მოხდება პოლიტიკოსის ეტაპირება.
