Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასკოლო წიგნების ყდები ეროვნული ღირებულების მატარებელი ვიზუალით დაიბეჭდებ

July 1, 2026
სასკოლო წიგნების ყდები ეროვნული ღირებულების მატარებელი ვიზუალით დაიბეჭდებ

წიგნების ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები – ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება – კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებზე, – ამის შესახებ გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში. როგორც გივი მიქანაძემ აღნიშნა, ეს კარგად ჩანს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებულ დოკუმენტში.

„სახელმძღვანელოების რეფორმა ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია – 2028 წლის 15 სექტემბრამდე ჩვენ ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM მიმართულების საგნებში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები გვექნება.

ჩვენი გადაწყვეტილებით, ერთი და იგივე სახელმძღვანელო იქნება ერთსა და იმავე საფეხურსა და საგანში, როგორც საჯარო ასევე კერძო სკოლებში.

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროცესში არიან ჩართულნი მართლაც წამყვანი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი დარგების მიხედვით. შედეგად, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველკლასელებს, მე-7 კლასელებსა და მე-10 კლასელებს ექნებათ უკვე ახალი სახელმძღვანელოები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კონცეფცია სრულად იცვლება. წიგნების ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ – ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზე კი ამ პროცესის აღწერა იქნება განთავსებული.

ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება – კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებზე.

სახელმძღვანელოებში შევიტანეთ 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია, რომელიც არასოდეს ყოფილა წიგნებში და რომელიც შეეხება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ რა საგანძური აქვს ჩვენს სამშობლოს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, სახელმძღვანელოების საკითხი ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა, სწორედ ამის შესაბამისად, სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა კონკრეტული გადაწყვეტილებები.

„მშობლებთან შეხვედრებზე საუბრისას ყველა ამბობდა, რომ უკმაყოფილოა სახელმძღვანელოებით, რადგან ხედავს – ერთი სკოლიდან მეორეში გადასვლის შემთხვევაში, იგივე საგანში, იგივე საფეხურზე, მოსწავლეს აბსოლუტურად სხვა სახელმძღვანელო ხვდება. სხვა მეთოდოლოგიით სწავლება კი იწვევს ბავშვში დაბნეულობას და მისი სწავლის შედეგიანობა ძალიან მცირდება. სწორედ ამიტომ, მივიღეთ კონკრეტული გადაწყვეტილებები სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით და მჯერა ძალიან მალე დავინახავთ შედეგს”, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მხოლოდ 5 თვეში საქართველოში 3 266 რუსული კომპანია დარეგისტრირდა – ოპოზიცია რისკებზე საუბრობს
  • ტრეფიკინგის საქმე: დააკავეს მშობლები, რომლებიც შვილებს მოწყალებას აიძულებდნენ
  • წყალი 12 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge