Wednesday, July 1, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის” – გივი მიქანაძე

July 1, 2026
სასკოლო ფორმა იქნება მაღალი ხარისხის” – გივი მიქანაძე

გივი მიქანაძის განცხადებით, სკოლებში წელს ფორმების მოწოდება სამ ეტაპად მოხდება. მისი განმარტებით, 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. გივი მიქანაძის თქმით, პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.

როგორც გივი მიქანაძემ განმარტა, წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით შედის ფორმები სკოლებში, მას ყოველ წელს თითო კლასი დაემატება.

„სამი თვის წინ დავიწყე პროექტი – მინისტრის შეხვედრა მშობლებთან – და დაახლოებით 30-მდე ქალაქსა და მუნიციპალიტეტში ვიყავი, სადაც თითო შეხვედრას დაახლოებით 300 მშობელი ესწრებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში არ მახსენდება არც ერთი ადამიანი, რომელიც პოზიტიურად არ აფასებდა სკოლებში ფორმების ტარების შემოღებას.

იყო წუხილი იმის შესახებ, თუ რატომ მხოლოდ პირველი და მეექვსე კლასი და რატომ არა სხვა კლასებიც. ჩვენ გვაქვს სურვილი, რომ ეტაპობრივად შემოვიტანოთ ფორმები, რადგან ბავშვებისთვის ეს მაინც არის სიახლე და გვინდა, შევაჩვიოთ ისინი ფორმის ტარების კულტურას. ამიტომ წელს თუ პირველიდან მეექვსე კლასში შემოგვაქვს ფორმები, ყოველ წელს თითო კლასი დაემატება. მეექვსე კლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს, მომავალ წელს უკვე მეშვიდე კლასში გადავა და მეშვიდე კლასსაც დავამატებთ.

წელს სამ ეტაპად მოხდება ფორმების მოწოდება. 15 სექტემბერს ყველა პირველკლასელი სკოლაში მივა ახალი ქართული ფორმით, რომლის მარცხენა მხარეს საქართველოს სახელმწიფო გერბი იქნება გამოსახული. პირველი სემესტრის განმავლობაში პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით ყველა ბავშვი უზრუნველყოფილი იქნება სასკოლო ფორმით.

მშობლებს წინასწარ მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია რეალიზაციის პუნქტების თაობაზე, რომლებიც როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებში გაიხსნება. ყველაფერი მაქსიმალურად ორგანიზებული იქნება.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რეგიონული განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს, რომლებიც ძალიან ამ პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი და მაქსიმალურად გვეხმარებიან”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმების ქსოვილის შემადგენლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სასკოლო ფორმის მოდელები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

„სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორმა იქნება მაღალი ხარისხის. ქსოვილის შესახებ არაერთი არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, განსაკუთრებით პოლიესტერზე იყო გამახვილებული ყურადღება. საერთაშორისო პრაქტიკაში პოლიესტერი აქტიურად გამოიყენება, თუმცა პოლიესტერის გარდა, არის სხვადასხვა ბუნებრივ მასალასთან შერეული შესაბამისი კონცენტრაციები, რაც სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტს, ფორმას მოქნილობას ანიჭებს და მის ცვეთადობას ამცირებს. ყველა ფორმას – იქნება ეს პიჯაკი, შარვალი თუ ქვედაბოლო – აქვს ანტიალერგიული სარჩული.

უკვე მქონდა შეხვედრა კომპანიასთან, რომელმაც პირველი ნიმუშები წარმოადგინა. ამ ნიმუშებს გავლილი აქვს საერთაშორისო ხარისხის შესაბამისი ტესტირება. რა თქმა უნდა, ხელშეკრულების გათვალისწინებულია, რომ საქართველოში მოხდეს მისი ხარისხის შემოწმება, შესაბამისად, ეს ნიმუშები უკვე ჩვენთან შეფასდება ხარისხობრივი თვალსაზრისით“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მხოლოდ 5 თვეში საქართველოში 3 266 რუსული კომპანია დარეგისტრირდა – ოპოზიცია რისკებზე საუბრობს
  • ტრეფიკინგის საქმე: დააკავეს მშობლები, რომლებიც შვილებს მოწყალებას აიძულებდნენ
  • წყალი 12 საათით შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge