ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ ნამდვილად არსებობს პიროვნება, რომელმაც მას უღალატა, თუმცა, სახელის და გვარის დასახლებისგან კვლავ თავი შეიკავა.
როგორც მან გადაცემა “რეაქციისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, ეს არაპარტიული თემაა და მას უნდა გამოეჩინა სიფრთილხე პირად კონტაქტებში.
“კი, იყო [ღალატი]. მაგრამ ეს საერთოდ არაა პარტიული თემა. მე უნდა გამომეჩინა მეტი სიფხიზლე პიროვნულ კონტაქტებში, – განაცხადა მესამე პრეზიდენტმა გადაცემა “რეაქციისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ამასთან, მესამე პრეზიდენტმა გაამხილა, ვინ მართავს მის სოციალურ ქსელს და ვინ აქვეყნებს ასე ხშირად მის გვერდზე სტატუსებს.
როგორც სააკაშვილმა თქვა, იქედან გამომდიანრე, რომ მას დიდი მონდომება აქვს ხალხთან კომუნიკაციის, თუმცა, ამის საშუალება არ აქვს, ინფორმაცია მის ადვოკატებს გამოაქვთა დ აქვეყნებენ.
მოხერხებას სჭირდება მონდომება და მე დიდი მონდომება მაქვს ხალხთან კომუნიკაციის. აქ მე არანაირი კომუნიკაციური განსაკუთრებული საშუალება არ მაქვს. დარეკვა ყველასთან აკრძალული მაქვს გარდა ალისასი. ალისა ძალიან გონიერია, მაგრამ პოლიტიკურ სპიკერობას ჯერ ვერ ქაჩავს. ადვოკატებს გააქვთ ინფორმაცია, – ამბობს სააკაშვილი.
