ოკუპირებულ ყირიმში ბენზინის ფასი 5,80 ლარს აჭარბებს.
ამის შესახებ ადგილიდან მოსახლეობა იუწყება და მტიცებულების სახით აქვეყნებენ ვიდეომასალას, სადაც ჩანს, რომ ერთი ლიტრი ბენზინი 175 რუბლად შეიძინეს, რაც დაახლოებით 5 ლარი 88 თეთრია.
“ვინმემ იცის სადამდე შეილძება მიღწიოს ბენზინის ფასის ზედა ზღვარმა სევასტოპოლში, გუშინ მე ვიყიდე ერთი ლიტრი 175 რუბლად”,- ჰყვება ერთ-ერთი მოქალაქე ვიდეოში, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმიდან ვრცელდება.
