მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს.
„საქართველოში დაიწყო მზიანი და ზაფხულისთვის დამახასიათებელი მეტეოროლოგიური დღეები. მომდევნო დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.
ჰაერის ტემპერატურა იქნება ნორმის ფარგლებში +30, +32 გრადუსი.
გავრცელებული ხმები, თითქოს ანომალიურად ცხელი ამინდია მოსალოდნელი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ ეტაპზე მსგავსი საფრთხე არ არსებობს პროგნოზები მიუთითებს სტაბილურ, ზომიერ ზაფხულის პირველი ნახევრის პირობებზე”,- წერს ფარტენაძე.
