Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

8 პოლიტიკოსის საქმე – რა თქვა მოწმე პოლიციელმა სასამართლოში

June 30, 2026
8 პოლიტიკოსის საქმე – რა თქვა მოწმე პოლიციელმა სასამართლოში

თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 პოლიტიკოსის საქმეზე მოწმე პოლიციელი, გოგა ხატიაშვილი დაიკითხა. ის ბრალდების და დაცვის მხარის კითხვებს პასუხობდა. მოწმემ ვერცერთ პოლიტიკოსს ხელი ვერ დაადო. მას არ უთქვამს, რომ რაიმე დანაშაულის შემცველი მოწოდება მოისმინა, ან ჟესტები დაინახა.

რაც შეეხება ბრადებული პოლიტიკოსების პოზიციას, კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებით, საქმეზე არა მხოლოდ კვალიფიკაციაა არასწორი, არამედ ქმედებაც კი არ მომხდარა.

“იგივე ზუსტად, რასაც ამბობენ, რომ აი დავინახე, იდგა, ხელი აწია, ხალხს მოუწოდა და ა.შ., არაფერი ისეთი, რაც გაგვიკვირდება და არაფერი ისეთი რაც სინამდვილეში მომხდარა თავისთავად ცხადია. ამოცანა არის, რომ ახალი პოლიტპატიმრები იყვნენ და ისიც ჩანს, რომ იქნებიან. ფიქციაა, არა მხოლოდ კვალიფიკაციაა არასწორი, არამედ ქმედებებიც კი არ მომხდარა, რასაც ესენი ამბობენ და რომც მომხდარიყო ეგ ქმედებები დანაშაული არ არის. ამ კედლებში ყველაფერი მინახავს, მაგრამ ეს პროცესი მართლა გამორჩეულად საინტერესოა და მოსამართლეა გამორჩეულად, ექსკლუზიურად საინტერესო,” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

კოალიცია “ცვლილებისთვის” კიდევ ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძის თქმით, გოგა ხატიაშვილის ჩვენებაში სხვა მოწმე პოლიციელების ჩვენებისგან განსხვავებული არაფერი იყო.

“ამ მოწმის ჩვენებაში არაფერი იყო განსხვავებული სხვა პოლიციელების ჩვენებებისგან, ეს უბრალოდ მოჰყვა იმ ღამეს, რომ ბევრი ხალხი იყო და ნელ-ნელა სიტუაცია დაიძაბაო და თვითონ დაზიანება აქვს მიღებული, ქვის ნატეხი მომხვდა მეო და 28-ში წამიყვანეს და 30-ში დავბრუნდი ისევ ცვლაშიო. მეტი არაფერი საერთოდ. ახსენა, რომ უბრალოდ დაინახა, მე მგონი, ლაკა (ელენე ხოშტარია) და ხაბე (ლევან ხაბეიშვილი) ჰყავს ნახსენები,” – თქვა ზურა ჯაფარიძემ.

“ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრის, ლევან სამუშია ამბობს, რომ დღეს დაკითხულ მოწმეს ბადრი ჯაფარიზე და მამუკა ხაზარაძე არ უხსენებია.

“დღეს, რომელი მოწმეც დაიკითხა, მას ბადრი და მამუკა არ უხსენებია, მაგრამ ზოგადად შეიძლება ითქვას, რომ საქმეში არანაირი მტკიცებულება არ არსებობს და ვერც იარსებებს ბუნებაში მტკიცებულება, ვინაიდან არც მამუკას, არც ბადრის არანაირი დანაშაული არ ჩაუდენიათ. არ ახსოვთ ვინმე საუბრობდა თუ არა, მაგრამ მოწმე როდესაც საუბრობს, რომ ჟესტების ენით იყო საუბარი და ვერ განმარტავს, რა არის ეს ჟესტების ენა, ამდენი წლის პრაქტიკა მაქვს და პირველად გავიგე, რომ თურმე ჟესტების ენითაც ყოფილა საუბარი და ჩვენებაში ამის დაფიქსირება და ამაზე აქვს ხალხს ბრალი წაყენებული. არის ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, მტკიცებულება ვერც იარსებებდა ამ საქმეში იმიტომ, რომ ეს საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური,” – ამბობს ლევან სამუშია.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • “საქართველოს 20% კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება. გამარჯვება საქართველოს!” – The Tiger Lillies
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში – მეტეოროლოგის პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge