Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“ცუდია, მაგრამ პარლამენტებში ეს ხდება…უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებშიც არის ეს ცემა-ტყეპა” – ირაკლი ზარქუა

June 30, 2026
“კალასების, რაისა კომუნისტების და ურსულას გზას ვერ გავყვებოდით…კალასი ან ურსულა თავმოყვარეები რომ იყვნენ, თანამდებობას დატოვებდნენ” – ირაკლი ზარქუა

ვინმემ თუ გამოძიება დაიწყო, არა მგონია, სახარბიელო დასკვნებით დამთავრდეს ეს ამბავი, იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ამის ინიციატორი, ვინ წამოიწყო შეურაცხყოფა და მერე როგორ გაგრძელდა – გახარიას და მისი პარტიის ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა 26 ივნისს პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე პარტია “გახარია საქართველოსთვის” მხრიდან გამოძიების დაწყების მოთხოვნას.

უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, რომ პარლამენტში მომხდარი დაპირისპირება ლამაზი არ იყო, თუმცა ამაზე გამოძიების დაწყება საჭირო არაა.

ზარქუა აღნიშნავს, რომ სხვა ქვეყნების პარლამენტებშიც არის ხოლმე “ცემა-ტყეპა და ემოციები”.

“გახარია პარტიის წარმომადგენლები იწევდნენ იმ პროვოკაციისკენ, რაც ვიხილეთ. ის, რაც მოხდა, ბუნებრივია, არ იყო მოსაწონი და ლამაზი, მაგრამ გახარიას და მისი პარტიის ადგილას ცოტა დავფიქრდებოდი. ნათლად ჩანს, ვინ როგორ წამოიწყო. ცუდია, მაგრამ ზოგადად, პარლამენტებში ეს ხდება. საქართველოს პარლამენტში კი არა, ევროპის პარლამენტებში, არაევროპის პარლამენტებშიც, უფრო განვითარებული სახელმწიფოების პარლამენტებშიც არის ეს ცემა-ტყეპა და ემოციები. კი ბატონო, ლამაზია?! არ არის! მისაღებია?! არ არის, მაგრამ როდესაც შენ შეურაცხყოფას გაყენებს ადამიანი, იქ ხდება შესაბამისად ის, რაც მოხდა. წინა მოწვევის პარლამენტშიც იყო ეს არაერთხელ. ვინმემ თუ აქ რაღაც გამოძიება დაიწყო, არა მგონია, სახარბიელო დასკვნებით და ანალიზით დამთავრდეს ეს ამბავი, იმიტომ, რომ ნათლად ჩანს, ვინ იყო ამის ინიციატორი, ვინ წამოიწყო შეურაცხყოფა და მერე როგორ გაგრძელდა. ყველაფერს ვაკეთებდით, რომ ეს არ მომხდარიყო, თორემ აქამდე მილიონჯერ გაილახებოდნენ ესენი, მაგრამ ბოლოს მაინც ეს ქნეს. თან როდის?! როდესაც ვამთავრებდით. მანამდე ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა და ჩვენ მაქსიმალურად ვიკავებდით თავს, მაგრამ ბოლოს უკვე ზღვარს გადავიდნენ, შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა. ბუნებრივია, არ იყო ლამაზი, მაგრამ ამაზე გამოძიება და სიგიჟეები არა მგონია საჭირო იყოს. [პარტიის აღმასრულებელ] მდივანს გადაეცით, რომ მშვიდად იყოს. ეს ემოციები აქ ადრეც ყოფილა, წინა მოწვევაშიც, იმის წინა მოწვევაშიც, ახლაც ხდება და თან თუ ძალიან უნდა, არა მგონია, მერე სახარბიელო დასკვნა მიიღოს. კიდევ ერთხელ კარგად ნახოს ის სიუჟეტი, რაც იმ დღეს მოხდა,” – განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარტია “გახარია საქართველოსთვის” 26 ივნისს, პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. პარტიის აღმასრულებელ მდივნის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, დანაშაული, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ჩაიდინეს, 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

“მოვითხოვთ, პარლამენტში მომხდარ დანაშაულზე სასწრაფოდ გამოძიების დაწყებას – ამ ბრძოლას გავაგრძელებთ ყველა უსამართლოდ ჩაგრულის სახელით, რომელიც განსხვავებული აზრის გამო ან ციხეშია ან ძალადობის მსხვერპლია,” – განაცხადა სიჭინავამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • “საქართველოს 20% კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება. გამარჯვება საქართველოს!” – The Tiger Lillies
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში – მეტეოროლოგის პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge