ერთადერთი შეკვეთა, რისი მოცემაც სცადა თავად სააკაშვილმა, ეს მისი კერპად აღიარება და რაზეც გავიზარდეთ, იმ ღირებულებების ღალატი იყო! – ამის შესახებ “ფედერალისტების” ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს და ოპოზიციის, მათ შორის “ფედერალისტების” ლიდერების მიმართ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ეხმაურება.
მისი თქმით, ივანიშვილს მათთვის არასდროს უცდია რაიმე სახის შეკვეთის მიცემა, რადგან “მეტად ვერაგია, და ხვდება, რომ ტყუილად გაირჯება”.
“ცილისმწამებელი სააკაშვილი უკვე დადის და კიდევ ივლის იმ სიმართლით, რომ “ბოკერიები” რაიმე შეკვეთის შემსრულებლები ვართ.
ერთადერთი შეკვეთა, რისი მოცემაც სცადა თავად სააკაშვილმა, ეს მისი კერპად აღიარება და რაზეც გავიზარდეთ, იმ ღირებულებების ღალატი იყო!
ცხადია დაპანღურდა, როგორც ბოლო გოიმი.
ირონია იმაშია, რომ ივანიშვილს თავის სიცოცხლეში არ უცდია ჩვენთვის, “ბოკერიებისთვის” რაიმე შეკვეთის მოცემა – მეტად ვერაგია და ხვდება, რომ ტყუილად გაირჯება.
რასაც აქ ვწერ, ამ სიმართლით მინდა ვიარო მე, ჩემმა შვილებმა, ჩემმა შვილიშვილებმა და ჩემმა დიდმა ოჯახმა”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
