Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“პეტერ ფიშერს არაფერი არ დააკლდა, „ქართულმა ოცნებამ“ კი მორიგ ჯერზე თავი მოიჭრა” – ნიკა გვარამია

June 30, 2026
ნიკა გვარამიას თქმით, მოსამართლე თამარ მახარობლიძე ელენე ხოშტარიას მდგომარეობით არ დაინტერესდა

„ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული იქნება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ელჩი, ეს გარდაუვალი ამბავია – ივანიშვილს ახალ საერთაშორისო წესრიგს და გეოპოლიტიკურ გადატვირთვას არავინ არ ჩააშლევინებს,- ამის შესახებ „ოპოზიციური ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ერთი მხრივ გერმანიის ელჩისთვის პეტერ ფიშერისთვის უფლებამოსილების ამოწურვას და მეორე მხრივ საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას.

ამასთან, როგორც გვარამიამ აღნიშნა, პეტერ ფიშერი არის გერმანული დიპლომატიური სკოლის კლასიკური წარმომადგენელი და „ქართლმა ოცნებამ“ მასთან ურთიერთობაში „თავი მოიჭრა“.

„ქართული ოცნების“ მიმართ კრიტიკული იქნება ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნის ელჩი. ეს გარდაუვალი ამბავია, იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ არის ანტიდემოკრატიული რეჟიმი. დღეს ვუყურე მარტა კოსის ვიდეოს, რომელიც ლაპარაკობს დაკავშირებადობაზე და ამბობს, რომ კავკასია ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილია აქ, მაგრამ, სამწუხაროდ, საქართველო ისეთია, როგორიც არის. ივანიშვილს ახალ საერთაშორისო წესრიგს და გეოპოლიტიკურ გადატვირთვას არავინ არ ჩააშლევინებს. ივანიშვილს საკმაოდ ცოტა დრო დარჩა.

პეტერ ფიშერი არის გერმანული დიპლომატიური სკოლის კლასიკური წარმომადგენელი. ასეთი ელჩი საქართველოში ნებისმიერ დასავლურ ქვეყანას დაამშვენებდა და ბევრი არც ყოფილა. ამიტომ, იმით, რაც მოხდა, პეტერ ფიშერს არაფერი არ დააკლდა, დააკლდა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას და „ქართულმა ოცნებამ“ რომ მორიგ ჯერზე თავი მოიჭრა, ეგ ფაქტია.“- განაცხადა გვარამიამ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • დიმიტრი პესკოვი განცხადებას ავრცელებს
  • “საქართველოს 20% კვლავ რუსული ოკუპაციის ქვეშ რჩება. გამარჯვება საქართველოს!” – The Tiger Lillies
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში – მეტეოროლოგის პროგნოზი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge