ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს ახალი აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა, რომელიც მათი თქმით, პარტიის ყველა წევრს საშუალებას მისცემს პარტიის მართვის პროცესში მიიღოს მონაწილეობა. პრეზენტაცია ანი წითლიძემ, ირაკლი ფავლენიშვილმა და ლევან სანიკიძემ გამართეს. ენმ-ის მოქმედ თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავა ამ ღონისძიებას არ ესწრებოდა.
“არ ვიცი რატომ არ იყო თინა ბოკუჩავა. მე არა მაქვს ინფორმაცია, თუმცა აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ცხადია ჰქონდა ინფორმაცია” – განუცხადა ანი წითლიძემ ჟურნალისტებს.
ბოკუჩავას პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე ვადა 8 ივლისს ეწურება. მისი შემცვლელად მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი კანდიდატი – ნანუკა ჟორჟოლიანი დაასახელა. ამ დროისათვის უცნობია, კიდევ ვინ იქნება კანდიდატი.
