Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

პოლიტიკური ლიდერების საქმე – მოსამართლემ საზოგადოებრივი ადვოკატების თვითაცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

June 30, 2026
პოლიტიკური ლიდერების საქმე – ამ ეტაპზე უცნობია, დააბრუნებენ თუ არა სასამართლოს დარბაზში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს

პოლიტიკური ლიდერების საქმე – მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ბრალდებულისთვის დანიშნულ საზოგადოებრივ ადვოკატებს თვითაცილების შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ საზოგადოებრივ ადვოკატებს არც 47-ტომიანი საქმის მასალების გასაცნობად მისცა დრო.

თამარ მახარობლიძემ ნიკა გვარამიას, ზურა ჯაფარიძის, ნიკა მელიას, გიორგი ვაშაძეს, მანამდე კი მიხეილ სააკაშვილსაც საზოგადოებრივი ადვოკატები დაუნიშნა.

უფლებადამცველი ომარ ფურცელაძე განმარტავს, რომ სასამართლოს განმარტებით, ბრალდებულების სურვილი, რომ ისინი კერძო ადვოკატებმა დაიცვან, საკმარისი მიზეზი არ იყო საზოგადოებრივი ადვოკატების თვითაცილების შუამდგომლობის დასაკმაყოფილებლად.

მისივე თქმით, სასამართლო სხდომის დარბაზში საგანგაშო ვითარებაა და ეს პროცესი არავითარ კავშირში არაა სამართალწარმოებასთან.

“გამოცხადებულმა საზოგადოებრივმა ადვოკატებმა დააყენეს აბსოლუტურად ლოგიკურად თვითაცილების შუამდგომლობა, ვინაიდან არ არსებობს ბრალდებულების ნება მათი სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილეობასთან დაკავშირებით. ასევე არ ჰქონდათ მათ საშუალება სისხლის სამართლის საქმის მასალებს გასცნობოდნენ, ვინაიდან ფიზიკურად არ გადასცემია გამოცხადებულ ადვოკატს, რაც აბსოლუტურად ლოგიკურია ასევე აცილების შუამდგომლობა. მიუხედავად ამისა, სასამართლო ცდილობს ჩაატაროს სასამართლო განხილვის სხდომა. მისი განმარტებით თვითაცილებისთვის საკმარისი საფუძველი არ იყო ის, რომ ბრალდებულებს არ სურთ, კონკრეტულმა ადვოკატებმა დაიცვან და ისინი არ იცნობენ სისხლის სამართლის საქმის მასალებს, რაც ბუნებრივია წარმოადგენს აბსოლუტურ დარღვევას. საგანგაშო ვითარებაა სასამართლო სხდომის დარბაზში, ეს პროცესი არავითარ კავშირში არაა სამართალწარმოებასთან,” – ამბობს ომარ ფურცელაძე.

ადვოკატი არჩილ ჭავჭანიძის თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება დაცვის უფლების შეზღუდვაა და აღნიშნულ საქმეზე სასამართლოსთვის პოლიტიკური აქცენტები და გადაწყვეტილებები უფრო მნიშვნელოვანია.

“როდესაც სასამართლო არ აძლევს საშუალებას და თუ სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დღევანდელი სხდომა არ გადაიდოს, ეს იქნება დაცვის უფლების სერიოზული დარღვევა და შეზღუდვა და თავისთავად, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ საქმეზე პოლიტიკური აქცენტები და გადაწყვეტილებები უფრო მნიშვნელოვანია სასამართლოსთვის, ვიდრე, რა თქმა უნდა, ამ საქმეს სამართალთან არანაირი კავშირი არ გააჩნია. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს, სხვა შემთხვევაში ჩვენ გვქნება კიდევ ერთი ნორმების და სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დარღვევა, რაც პირველი დღიდან დღემდე მიმდინარეობს პოლიტიკოსებზე, როგორც პოლიტიკური დევნა,” – თქვა არჩილ ჭავჭანიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში, პოლიტიკური ლიდერების პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელს სხდომას 8 ბრალდებულიდან მხოლოდ ორი – ნიკა გვარამია და ზურა ჯაფარიძე ესწრებიან.

ამ წუთებში სასამართლო დარბაზში გამომძიებელი გოგა ხატიაშვილი იკითხება, ის ჩვენებას ელენე ხოშტარიას წინააღმდეგ აძლევს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • 12 წლის ანი იანუშაიტიტეს გარდაცვალების საქმე – ექსპერტი სააპელაციო სასამართლომაც გაამართლა
  • საფრანგეთში 20 წლის ქართველი გარდაიცვალა
  • 8 პოლიტიკოსის საქმე – რა თქვა მოწმე პოლიციელმა სასამართლოში

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge