Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

4 მაისის ხანძარმა 150 ევროს ზარალი გამოიწვია, ხოლო ტერაქტის მცდელობამ 35 ევროს ზარალი – ელისაშვილის ადვოკატები მტკიცებულებებს ასაჯაროებენ

June 30, 2026
4 მაისის ხანძარმა 150 ევროს ზარალი გამოიწვია, ხოლო ტერაქტის მცდელობამ 35 ევროს ზარალი – ელისაშვილის ადვოკატები მტკიცებულებებს ასაჯაროებენ

ბრალდებული პოლიტიკოსის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატები 4 მაისის საქმის მტკიცებულებებს ასაჯაროებენ და ამბობენ, რომ ვიდეო-კადრები, რომელიც პროკურატურამ საქმეში ჩადო, იმდენად უვარგისია, რომ ადამიანის იდენტიფიცირება შუეძლებელია.

უფლებადამცველების თქმით, წყალქვეშ აღებული სუნის კვალით 10 თვის შემდეგ, უცნობი და უსაბუთო X რაოდენობის ძაღლებით მოხდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტიკოსის ტერორისტად გამოცხადება, რაც მათი შეფასებით, სამართლებრივი ნონსენია.

ელსიაშვილის ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ოპოზიცონერის საქმე ერთადერთია მსოფლიო მართლმსაჯულების ისტორიაში, როდესაც 4 მაისს ხანძრის შედეგად გამოწვეულმა ზიანმა (საუბარია 4 მაისის საქმეზე) დაახლეობით 150 შეადგინა, ხოლო ტერაქტის მცდელობამ (29 ნოემბრის საქმე) 35 ევროს ზარალი გამოიწვია.

ადვოკატებისთვის აღნიშნული მტკიცებულებები იძლევა იმის თქმის საფუძელს, რომ ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ საქმე პირადი შურისძიების შედეგია.

“გავასაჯაროებთ ვიდეო-კადრების ექსპერტიზის დასკვნას, რომელის მიხედვითაც პირდაპირ დასტურდება, რომ დანაშაულის ჩადენის ამსახველი ვიდე-კადრები უვარგისია, რომ ადამიანის იდენტიფიცირება მოხდეს. ასევე გარკვეული წინააღმდეგობებია ვიდეო-კადრებს შორის და მაგალითად, ერთ და იმავე დროს, როდესაც ხდება დანაშაული, გამოძიებსი ვერსიით იგივე ადამიანი იმყოფება კვანტალიანის ქუჩაზე და რამდენიმე კმ-ის მოშორებით სამსაართლოს შენობიდან. ესეც ადასტურებს იმას, რომ ადამიანი, რომელიც წარმოუჩინეს, რომ ეს არის ალექსანდრე ელისაშვილი და მან თითქოს დანაშუალი ჩაიდინა 4 მაისს. შეუძლებელია ერთი და იმავე დროს ორ სხვადასხვა ადგილას ყოფილიყო ფიზიკურად.

ასევე ჩვენ წარმოგიდგენთ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნას, რომლიც ადასტურებს, რომ ზიანი, რომელიც გამოიწვია დასრულებულმა ტერაქტმა არის 400 ლარზე ცოტა მეტი, 150 ევროს ზიანი დაახლოებით. ასევე საზოგადოებისთვსი გავასაჯაროებთ ჰოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და შემთვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, რითაც დასტურდება, რომ სუნის ნიმუში 4 მაისს აღებული იყო წვიმიან ამინდში, ღია სივრცეში და უკვე ერთი წლის შემდეგ, თითქოსდა უცნობმა ძაღლლებმა შეძლეს ამ სუნის ნიმუშის მიხედვით ოპოზიციონერის პოლიტიკოსის იდენტიფიცირება, რაც აბსურდია და შეუძლებელია. ნებისმიერი დამწყები კრიმინოლოგისთვის ცნობილია, რომ შეუძლებელია წყლის ქვეშ აღებული იყოს სუნის ნიმუში და შემდეგ, 10 თვის შემდეგ მოხდეს ადამიანის იდენტიფიცირება.

ამ კადრების გასაჯაროების შემდგე, ნებისმიერი ობიექტური პირი დარწმუნდება, რომ ალეკო ელისაშვილს არავითარი შემხებლობა არ აქვს 4 მაისის საქმესთან. თუმცა ასევე სიახლე გვაქვს პირველ საქმესთან, 29 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით. გუშინ მივიღეთ სამხარაულის ეროვნული ბიუროდან დასკვნა, რომლის მიხედვითაც შეუძლებელია იმის განსაზღვრა და იმსი დადგენა, რომ 29 ნოემბერს ბენზინსი მოსხმა თბილსიის საქალაქო სასამართლოს მოქალაქეთა მომსახურებსი 1000 კვ. შენობის დაახლოებით 20 კვადრატზე, საოფისე ავეჯზე. შუეძლებელია იმის განსაზღვრა, რომ აქ ცეცხლის წაკიდებდა გამოიწვევდა 1000 კვადრატულიანი შენობის სრულ განადგურებას და შემდგომ უკვე მეზობველი, 24 000 კვადრატიანი სასამართლოს ხუთსართულიანი შენობის განადგურებას. შესაბამისად, აქაც დასტურდება ის, რასაც ჩვენ ვამტკიცებთ, რომ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალდება წაყენებული აქვს ჰიპოთეტურად, ჰიპოთეტური შედეგისთვის, რომ ეს შესაძლებელია ამას გამოიწვევდა.

მაგრამ იცით თქვენ, რომ სასამართლო შენობა აკმაყოფილებს სახანძრო უსაფრთხოების უკანასკნელ მოთხოვნებს, რითი დასტურიც არის 4 მაისის საქმე, რომ ცეცხლის წაკიდებამაც დაახლოებით 150 ევროიანი ზარალი გამოიწვია და ამ უსაფრთხოების წესია, რომ სივრციდან სივრცეში ცეცხლი არ უნდა გავრცელდეს. შესაბამისად, შეუძლებელია იქ ცეცხლის გაჩენას გამოეწვია სასამართლოს შენობის სრული განადგურება და ნებისმიერ ობიექტურ პირს ჰქონოდა განცდა, რომ აქ ცეცხლის წაკიდება გამოიწვევს რაღაც ტერაქტის შედეგებს.

ასვე ერთი მნიშვნელოვანი გარემობა, უკვე გასაჯაროებული ექსპერტიზით, რომ 4 მაისის ხანძარმა გამოიწვია დაახლოებით 150 ევროიანი ზარალი, ეს არის მსოფლიო კრიმინოლოგიურ ისტორიაში პირველი შემთევვა, როდესაც ტერაქტმა გამოიწვია დაახლოებით 150 ევროს ზარალი და როდესაც ტერაქტის მცდელობამ გამოიწვია დაახლოებით 35 ევროს ზარალი.

ეს იძლევა მყარი დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას, რომ ალექსანდრე ელისაშვილი პატიმრობაშია თავისი ოპოზიციური პოლიტიკური საქმიანობის გამო, პირადი შურისძიების გამო და რუსეთის წინააღმდეგ შეიარაღებულ კონფლიქტში მონაწილეობის გამო”, – განაცხადა ადვოკატმა.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებული ანი ნასყიდაშვილის ოჯახის წევრი, რომელმაც სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძეს შეურაცხყოფა მიაყენა
  • რას ამბობს კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე?
  • “ამოცანაა, რომ ახალი პოლიტპატიმრები იყვნენ და ისიც ჩანს, რომ იქნებიან” – ნიკა გვარამია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge