Tuesday, June 30, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება” – ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

June 30, 2026
“საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება” – ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

საქმეში საუბარი არის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში – თავად ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული, სახელმწიფოს როგორ ვამხობდით და სამსახურში არ თქვეს რომ მსგავსი რამ ნახეს,- ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ე.წ. საბოტაჟის საქმის ერთ-ერთმა ბრალდებულმა, ზურა ჯაფარიძემ სასამართლო პროცესის დაწყების წინ განაცხადა.

მისი თქმით, იმის გამო, რომ საქმეში მტკიცებულება არ არსებობს, არსებობს 12 პოლიციელის ჩვენება, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიტიკოსების ხმა არ ესმოდათ, თუმცა ჟესტიკულაციით ანიშნებდნენ ხალხს პარლამენტის შენობის აღებისკენ.

„იმის გამო, რომ საქმეში მტკიცებულება არ არის, არავისზე, ამის გამო, საქმეში ჩადებულია, თუ სწორად მახსოვს, 12 პოლიციელის ჩვენება. ესენი ჰყვებიან ერთი და იმავეს, რომ დაგვინახეს ხალხში რომ ვიდექით, ოღონდ არ ახსოვთ რა გვეცვა, სად ვიდექით, სცენა იყო თუ არა, მიკროფონი გვეკავა თუ მეგაფონი. არ ესმოდათ ჩვენი ხმა და თითქოს ხალხს ჟესტებით, პარლამენტის შენობის აღებისკენ მოვუწოდებდით.

ყველა ჩვენებაში, სადაც მე ნახსენები ვარ, ყველა ახსენებს „ზურა ჯაფარიძე, იგივე გირჩი”, მთელი პოლიცია ასე მიცნობს?

საქმეში საუბარი არის 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ, 2025 წლის მაისში. თავად ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული, სახელმწიფოს როგორ ვამხობდით და სამსახურში არ თქვეს რომ მსგავსი რამ ნახეს”,- განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

ინფორმაციისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული 8 პოლიტიკოსის – მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმის განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

ცნობისთვის, ე.წ. საბოტაჟის საქმეზე ბრალი მიხეილ სააკაშვილს, გიორგი ვაშაძეს, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აქვს წარდგენილი.უფრო კონკრეტულად, გიორგი ვაშაძეს და ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით და 319-ე მუხლით წარედგინათ, რაც საბოტაჟს და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

ელენე ხოშტარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე მუხლით და 321-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც საბოტაჟის, აღნიშნული დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდებას და უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც საბოტაჟს გულისხმობს.

მიხეილ სააკაშვილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდებას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სასამართლომ 3 000 ლარით დააჯარიმა გიგა ავალიანის საქმეზე მსჯავრდებული ანი ნასყიდაშვილის ოჯახის წევრი, რომელმაც სოციალურ ქსელში ეკა კუპატაძეს შეურაცხყოფა მიაყენა
  • რას ამბობს კახა კალაძე პარლამენტში მომხდარ დაპირისპირებაზე?
  • “ამოცანაა, რომ ახალი პოლიტპატიმრები იყვნენ და ისიც ჩანს, რომ იქნებიან” – ნიკა გვარამია ე.წ. საბოტაჟის საქმეზე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge