ნინო ნადირაძე ელენე ხოშტარიას ვივამედში გადაყვანასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს:
“კიდე კაი შაბათ-კვირა შემარგეს… ფეისბუქზე ვნახე, რომ ხვალ, ან ზეგო. არავის არ დაურეკავს ჯერ ჩემთვის და არ უთქვამს, რომ გადმოგვყავსო. როდესაც ელენე ხოშტარია პაციენტი გახდება, მერე ხმას არ ამოვიღებ, ეს წესია” – თქვა კლინიკა ვივა მედის დირექტორმა ნინო ნადირაძემ მას შემდეგ რაც პენიტენციური სამსახური ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა.
ნადირაძემ ეს კომენტარი აჭარის ტელევიზიის ეთერში გააკეთა.
ელენე ხოშტარიას ვივა მედში უახლოეს დღეებში გადაიყვანენ. ზუსტი თარიღი უცნობია.
