ვენესუელაში, დამანგრეველი მიწისძვრიდან მე-5 დღეს, 21 წლის ბიჭი ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს – ინფორმაციას BBC ელ სალვადორის პრეზიდენტის, ნაიბ ბუკელეს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მაშველებსა და ბიჭს შორის გარდაცვლილი ადამიანის ცხედარი იყო მოყოლილი, რამაც სამაშველო ოპერაცია გაართულა.
ბუკელეს თქმით, 21 წლის ახალგაზრდა ამჟამად სპეციალიზებულ სამედიცინო დახმარებას იღებს. მან ასევე აღნიშნა, რომ მაშველები „კვლავ გააგრძელებენ მუშაობას იმ იმედით, რომ კიდევ უფრო მეტი სიცოცხლის გადარჩენას შეძლებენ“.
