Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

“ადამიანი, რომელიც კოლეგაზე ძალადობს, უნდა მიეცეს პასუხისგებაში…” – რას ამბობს თინა ბოკუჩავა

June 29, 2026
“თუ ელენე ხოშტარიას შესაბამისი მკურნალობა არ დაენიშნა, შესაძლოა, ციხიდან ეტლით გამოვიდეს” – თინა ბოკუჩავა

ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში – ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ სხვა შემთხვევაშიც გვინახავს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, დაუსჯელობით ხდება ძალადობის ნორმალიზება საზოგადოებაში.

„რთულია გახარიას რამეში დაეთანხმო. მიმაჩნია, რომ ის და ივანიშვილის რეჟიმი მონეტის ორი მხარეა და ერთმანეთისთვის სასარგებლო ფუნქციებს ასრულებენ, თუმცა, რა თქმა უნდა, ელემენტარული ლოგიკა და სამართლიანობა მოითხოვს, რომ როდესაც მზია ამაღლობელს სილის გაწვნისთვის ციხეში მრავალი წლით ამყოფებ და უამრავ სხვა ადამიანს, ნებისმიერი საბაბით, ციხეში ამწყვდევ მრავალი წლით, ადამიანი, რომელიც ღიად, კამერების წინ, პარლამენტის სხდომათა დარბაზში ძალადობს კოლეგაზე, ვინც არ უნდა იყოს ის, რა თქმა უნდა, უნდა მიეცეს პასუხისგებაში. თუმცა ალბათ, საზოგადოებას ახსოვს ის, რომ ივანიშვილის რეჟიმის კუნთმაგარი „პაიკების“ მხრიდან ამგვარი ძალადობა ბევრ სხვა შემთხვევაშიც გვინახავს პარლამენტის სხდომათა დარბაზში, მათ შორის არა მხოლოდ კაცი კაცის წინააღმდეგ, არამედ კაცი ქალის წინააღმდეგ. სწორედ ასეთ მოქმედებებით და დაუსჯელობით ხდება ძალადობის ნორმალიზება საზოგადოებაში და დაუსჯელობის სინდრომის დანერგვა, რასაც შემდეგ მოაქვს ძალიან სერიოზული განგრძობადი პრობლემები საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვის,“ – განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, 26 ივნისს, პარლამენტის სხდომათა დარბაზში სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატები და „ქართული ოცნების“ წევრები.

სიტყვიერი და შემდეგ უკვე ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა, „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატის გიორგი შარაშიძის გამოსვლას, სადაც მან ახსენა საქართველოში აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტი და პრემიერის მისამართით განაცხადა: „მთელმა საქართველომ ნახა ის კადრები, როგორ იდექით კუთხეში, რაც მიუთითებს თქვენს რეალურ როლს და ადგილს ხელისუფლებაში. როგორი პრემიერი არ ჰყოლია საქართველოს, მაგრამ ასეთი ნამდვილად არ ჰყოლია“.

სხდომათა დარბაზში დაპირისპირება ჯერ „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთ დეპუტატს, გიგა ფარულავასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატ ირაკლი ხელაძის ჩხუბით დაიწყო. დაპირისპირებაში შემდეგ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთი დეპუტატი ლაშა ტალახაძეც ჩაერთო, რომელმაც გიგა ფარულავას თავის არეში ხელი ჩაარტყა. ვითარების განმუხტვის მიზნით, მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა, ოპოზიციონერი დეპუტატების სხდომათა დარბაზიდან გაყვანა დაიწყეს, რა დროსაც გიგა ფარულავას არჩილ გორდულაძე დაუპირისპირდა. დაპირისპირებაში ასევე მონაწილეობდა გენო პეტრიაშვილი. ჩხუბში მონაწილე დეპუტატების დარბაზიდან გაყვანის შემდეგ ოპოზიციონერ დეპუტატ გიორგი შარაშიძეს, ირაკლი კირცხალია და ლევან მაჭავარიანი დაუპირისპირდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ლევან ხაბეიშვილი ციხიდან წერილს აქვეყნებს
  • შუქი გაითიშება – გადაამოწმეთ მისამართები
  • მარნეულში კურიერს მანქანა დაეჯახა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge