მიმდინარეობს უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები,” – ამის შესახებ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ სოფიო ხორგუანის სადეპუტატო კითხვის პასუხად გაგზავნილი ინფორმაციიდან ირკვევა.
პარლამენტის წევრი უწყებისგან რუსთავის საუნივერსიტეტო ქალაქის საპროექტო არეალის, პროექტის განხორციელების ვადებისა და დოკუმენტაციის შესახებ ითხოვდა ინფორმაციას.
„საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, მიმდინარეობს უძრავი ქონებების კერძო მესაკუთრეებისგან გამოსყიდვის პროცედურები. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდგომ კი დაიწყება პროექტთან დაკავშირებული შემდგომი ეტაპების დაგეგმვა და განხორციელება“, – ნათქვამია უწყების პასუხში.
