ქართველი გეოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი ელენე აბაშიძე 104 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ელენე აბაშიძე 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაში არის 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი. მან დიდი წვლილი შეიტანა წყალსაცავების ფუნდამენტში არსებული კირქვების ნაპრალში წყლის მოქმედების ჰიდროქიმიური და ჰიდროდინამიური მექანიზმის შესწავლაში.
სადოქტორო კვლევისთვის მას ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო ბიბლიოგრაფიულმა ინსტიტუტმა მეცნიერ ქალთა შორის „წლის ქალის” საპატიო წოდება მიანიჭა.
