აქტივისტი სალომე სიმონია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
“1600 წლისაა დოლოჭოპის ბაზილიკა. ის საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან მალევე აშენდა.
ღია ცის ქვეშ ასე მიგდებულ უნიკალურ ძეგლს ყოველწლიურად ტბორავენ კუსტარულად მიშვებული წყლით. ძლიერი წვიმების დროსაც იტბორება.
ძეგლის საფუძველი უკვე დამბალია, დასუსტებულია და სიმწრით გამოვლენილი ეს საოცარი ტაძარი დანგრევის საშიშროების წინაშეა.
კულტურის ერთი მინისტრადყოფილი 6600 ლარს იხდის ხატში, მეორე – 45 000 ლარიან ორ ჩანთას ფლობს. ოცნება 47 მილიონს ხარჯავს 600 მანქანის შესაძენად და 3,3 მილიარდი აქვს დახარჯული პრემია-დანამატში.
მაგრამ ჩვენი ქვეყნის უნიკალური ეკლესიები და ძეგლები გელათიდან დაწყებული დოლოჭოპის ბაზილიკით გაგრძელებული – იტბორება, ქრება და სამუდამოდ ნადგურდება.” – წერს აქტივისტი სალომე სიმონია.
