Monday, June 29, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მედავებიან რამდენიმე საჯარო პოსტს, 10 დროშის ყიდვას და ერთი რუპორის ქონას ორგანიზაციაში, რაც არ არის არალეგალური და კრიმინალური” – ბაია პატარაია

June 29, 2026
“მედავებიან რამდენიმე საჯარო პოსტს, 10 დროშის ყიდვას და ერთი რუპორის ქონას ორგანიზაციაში, რაც არ არის არალეგალური და კრიმინალური” – ბაია პატარაია

უკანონო საქმიანობის ნიშანწყალიც ვერ ნახეს. მედავებიან რამდენიმე საჯარო პოსტს, 10 დროშის ყიდვას და ერთი რუპორის ქონას ორგანიზაციაში, – ამის შესახებ ქალთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ევროპული სასამართლოს მიერ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვის დაწყებას.

მისივე თქმით, ამ საქმის წარმოება მოხდება დაჩქარებული წესებით.

“უკანონო საქმიანობის ნიშანწყალიც ვერ ნახეს. მე შემიძლია თამამად ვისაუბრო „საფარის“ კონტექსტზე. მედავებიან რამდენიმე საჯარო პოსტს, მაგალითად: „გზა თავისუფლებამდე რუსთაველზე გადის“. ასევე მედავებიან ამდენი წლის განმავლობაში 10 დროშის ყიდვას და ერთი რუპორის ქონას ორგანიზაციაში. ცხადია, ეს ყველაფერი არ არის არალეგალური ან კრიმინალური და მათ, პრაქტიკულად, არ აქვთ მიზეზები, რომ ეს საქმე აწარმოონ“ – განაცხადა ბაია პატარაიამ.

როგორც მან აღნიშნა, საქართველოს მთავრობა კონვენციის შეზღუდვის შესაძლებლობას ბოროტი მიზნებისთვის იყენებს.

„მუხლი, რომლითაც საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს, გულისხმობს, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა, იყენებს კონვენციის შეზღუდვის შესაძლებლობას ბოროტად. ყველა ის უფლება, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ იზღუდება, აბსოლუტურად ბოროტული მიზნების გამო იზღუდება. როდესაც მან არასამთავრობო ორგანიზაციები უბრალოდ გააჩერა ისე, რომ არანაირი არგუმენტი, არანაირი მტკიცებულება, არანაირი მიზეზი არ ჰქონია ამისათვის, გარდა იმისა, რომ ასე სურს ოლიგარქიას, ეს ცხადია, მიუღებელია საერთაშორისო სტანდარტებისთვის და ამ საქმის წარმოება მოხდება დაჩქარებული წესებით“, – განაცხადა ბაია პატარაიამ.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ხუთი ქართული სამოქალაქო ორგანიზაციის – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის”, „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის”, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების”, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI)“ და „საფარის” საბანკო ანგარიშების დაყადაღების თაობაზე საჩივრის განხილვა დაიწყო, რაც საქმის არსებითი განხილვის დაწყებას გულისხმობს.

აღნიშნულ სარჩელს ევროპულმა სასამართლომ მნიშვნელოვანი გავლენის მქონე საქმის სტატუსი მიანიჭა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლო წინასწარ აფასებს, რომ აღნიშნულ საქმეს შეიძლება ჰქონდეს განსაკუთრებული გავლენა სასამართლოს პრაქტიკაზე, ეროვნულ კანონმდებლობასა და უფრო ფართო უფლებრივ და საზოგადოებრივ საკითხებზე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ინტერესი ძალიან მაღალია” – ირაკლი ლექვინაძე www.ekalata.gov.ge-ზე
  • ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩავიდა
  • მთავრობა 164 ჰიბრიდული ავტომობილის შეძენას გეგმავს, რომლის სავარაუდო ღირებულება 10 159 800 ლარია

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge