რუსი ქალი ნოვოსიბირსკიდან რუსეთში უკრაინული თავდასხმების შედეგად გამოწვეულ საწვავის დეფიციტზე საუბრობს:
“ახლახან ჩავუარე ბენზინგასამართ სადგურებს და ცარიელია ნოვოსიბირსკშიც. ახლა იქ მხოლოდ გაზია, „ტატნეფტი“ ცარიელია. დასავლეთ ციმბირში კი, ალბათ, ლიმიტით აძლევენ – მსუბუქებზე 40 ლიტრს, ხოლო სატვირთოებზე 70-ს. ნუ, მსუბუქ მანქანებზე, მართალი გითხრათ, საერთოდ არც კი ვნერვიულობ. ვიდეოებს აჩვენებენ, ხალხი კანისტრებით მოდის ბენზინგასამართ სადგურებზე. მე აბსოლუტურად მშვიდად გადავჯდები საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ნოვოსიბირსკში არის მეტრო, არის ავტობუსები, ტრამვაები, და ტროლეიბუსები ან ელექტრობუსები – მგონი, ასე ჰქვია სწორად.
მხოლოდ მძღოლებზე ვდარდობ. ყველაფერი გაჩერდება ხომ? აი, თუნდაც ჩვენი მაგალითი რომ ავიღოთ, ჩვენთან ბიზნესი ხომ გადაზიდვებზეა დამოკიდებული… ალბათ, ახლა არ ნერვიულობენ ისინი, ვისაც გაზზე ჰყავს მანქანები. ჩვენც გვყავს ასეთები, მაგრამ მცირე რაოდენობით“ – ამბობს რუსი ქალი ნოვოსიბირსკიდან.
უკრაინული თავდასხმების გამო რუსეთში საწვავის სერიოზული დეფიციტია. რუსებს ბენზინის შესაძენად ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრიან რიგში დგომა საათები და ზოგჯერ მთელი ღამეც უწევთ. საწვავის გაყიდვასთან დაკავშირებით ნავთობკომპანიები და ბენზინგასამართი სადგურები შეზღუდვებსაც აწესებენ. ავტომობილების კილომეტრიანი რიგებია მოსკოვშიც. უკრაინელები რუსეთის სხვადასხვა რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს ინტენსიურად ბომბავენ.
