ვლადიმირ პუტინმა პირველად საჯაროდ აღიარა, რომ უკრაინის დარტყმებმა რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას პრობლემები შეუქმნა და ქვეყანაში საწვავის დეფიციტი გაჩნდა. მისი თქმით, დეფიციტი „არსებობს, თუმცა კრიტიკულ დონეს არ აღწევს“.
პუტინმა ასევე აღიარა, რომ ბენზინგასამართ სადგურებზე რიგებია და საჭირო ტიპის საწვავი ყოველთვის ხელმისაწვდომი არ არის.
კრემლი გამოსავლად ასახელებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას, საწვავის წარმოების ზრდას და განსაკუთრებით ანექსირებული ყირიმისთვის საწვავის მიწოდების უზრუნველყოფას.
ამ ფონზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა გააგრძელებს დარტყმებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ობიექტებზე, რათა შემცირდეს რუსეთის ომის რესურსები და მოსკოვი სამართლიან მშვიდობას დათანხმდეს.
