Sunday, June 28, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„ძვლები მაინც დამამარხინეთ“ – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანის დედა საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

June 28, 2026
„ძვლები მაინც დამამარხინეთ“ – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანის დედა საქმის ხელახალ გამოძიებას ითხოვს

ხმაური დუშეთის პოლიციასთან – 12 წლის წინ გაუჩინარებული გურამ დადიანის დედა შვილის საქმის ხელახალ გამოძიებასა და ტერიტორიის სპეციალური ტექნიკით დათვალიერებას ითხოვს. მისი თქმით, ერთადერთი სურვილია, შვილის ნეშტის ფრაგმენტები მაინც იპოვოს და მისი დატირების შესაძლებლობა ჰქონდეს. ინფორმაციას “ტვ პირველი” ავრცელებს.

გურამ დადიანი 17 წლის იყო, როდესაც ლომისობის დღესასწაულზე, მლეთაში, გაუჩინარდა. საქმის მასალების მიხედვით, მეგობრები თავდაპირველად აცხადებდნენ, რომ ახალგაზრდა ფერდობზე დასასვენებლად ჩამოჯდა და ამის შემდეგ უკვალოდ გაქრა. მოგვიანებით კი, ოჯახის ინფორმაციით, ერთ-ერთმა მათგანმა აღიარა, რომ პირველ ჩვენებაში სიმართლე არ თქვა.

ოჯახი ვარაუდობს, რომ ახალგაზრდას მეგობრებმა ხელი ჰკრეს და ხევში გადააგდეს.

დღეს დუშეთის სამმართველოში მისულ სოფიო ბიბილაშვილი სვამდა კითხვას, რატომ არ ჰკითხავდნენ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენებს, თვითმხილველებს, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. ქალი ამბობს, რომ სამმართველოს არერთხელ მიმართა, თუმცა ტელევიზიის გარეშე მას კარსაც კი არ უღებენ და კონტაქტზე არც საქმის გამომძიებელი გამოდის.

12 წლის გახრწნილ შვილს ვეძებ, ადამიანი არ ხარ?! ძვლები მაინც დამამარხინე და ისე გამიშვი ამ ქვეყიდან. სისხლი არ გაქვს? ერთადერთი შვილი დავკარგე, ხმა არ ამომიღია არაფერზე, არავისთვის მიჩივლია. ერთადერთი შვილი დავკარგე, ძლები მაპოვნინე, კაცი არ ხარ? მოითხოვე, რა მოხდა, გამომძიებელი არ ხარ? ერთი ტრაქტორი მიიყვანე. მშობელი ხომ ხარ, მიიტანე გულთან ჩემი ამბავი, მკვდარივით დავდივარ. გამგებელთანაც ვიყავი, გამგებელმაც მასხრად ამიგდო, სოფელი არ გაქვს, ტრაქტორი არ გაქვთო?! წავალ მაშინ, მოვიხმობ ტელევიზიას და ხელით დავიწყებ ჩიჩქვნას, – ამბობდა შვილმკვდარი დდედა გამომძიებელთან სატელეფონო საუბრისას.

გურამ დადიანი, 17 წლის მოზარდი, 2014 წელს გაუჩინარდა. ის ლომისობის დრესასწაულზე 6 მეგობართან და მეგობრის მამასთან ერთად იყო ჩასული.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • საწვავის დეფიციტი რუსეთში – უკრაინული დარტყმების შემდეგ ბენზინგასამართ სადგურებთან კილომეტრიანი რიგებია
  • ზესტაფონში პოლიციელებს თავს დაესხნენ – შსს-მ 1 პირი დააკავა
  • ვლადიმერ პუტინი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge