სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა, განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. Reuters-ის ინფორმაციით, ქვეყნის ლიდერმა, რომელიც ხელისუფლებაში უკვე 13 წელია იმყოფება, გადაწყვეტილება პროსამთავრობო მიტინგზე გაახმოვანა.
სერბეთში უკვე რამდენიმე თვეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. დემონსტრანტები კორუფციაში ადანაშაულებენ ხელისუფლებას, მთავრობის შეცვლას და თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
