სამეგრელოში ძლიერი წვიმამ პრობლემები შექმნა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით სენაკი დააზარალა, სადაც დატბორილია საავტომობილო გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
„პირველების“ რედაქციის მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ დატბორილ საავტომობილო გზაზე მანქანაა გაჩერებული და გადაადგილებას ვერ ახერხებს.
