Saturday, June 27, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები: საზოგადოების მხარდაჭერა ჩვენთვის გადამწყვეტია

June 27, 2026
აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრები: საზოგადოების მხარდაჭერა ჩვენთვის გადამწყვეტია

2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების ოჯახის წევრები მოქალქეებს დღეს, 19:00 საათზე დაგეგმილ მარშზე მისვლისკენ მოუწოდებენ.

შესაბამისი ერთობლივი განცხადება პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილმა ფილარმონიასთან გააკეთეს.

„დღეს, აქ ვდგავართ არა მხოლოდ, როგორც სინდისის პატიმრების მშობლები და ოჯახის წევრები, არამედ როგორც ადამიანები, რომლებსაც გვჯერა სიმართლის, ღირსებისა და თავისუფლების. ჩვენი შვილები, ოჯახის წევრები და ახლობლები დღეს ციხეში არიან. მათ წაართვეს თავისუფლება, მაგრამ ვერ წაართვეს ღირსება, სიმართლე და რწმენა, რომ სამართლიანობა აუცილებლად გაიმარჯვებს.

ამ რთულ გზაზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მხარდაჭერას. თითოეული სიტყვა, თითოეული გამოხატული სოლიდარობა, თითოეული აქციაზე მოსული ადამიანი გვაძლიერებს. როდესაც ვხედავთ, რომ საზოგადოება არ ივიწყებს პატიმრებს, არ ტოვებს მათ მარტო და მათ გვერდით დგას, ეს გვაძლევს ძალას, გავაგრძელოთ ბრძოლა. სოლიდარობა მხოლოდ თანაგრძნობა არ არის. სოლიდარობა არის მოქმედება. ეს არის ერთმანეთის გვერდით დგომა მაშინ, როდესაც ამისთვის გამბედაობაა საჭირო. ისტორიამ არაერთხელ გვაჩვენა, რომ გაერთიანებული საზოგადოება უფრო ძლიერია, ვიდრე ნებისმიერი უსამართლობა. მივმართავთ ჩვენს შვილებს, ჩვენს ახლობლებს, ყველა სინდისის პატიმარსა და პოლიტპატიმარს. თქვენ მარტო არ ხართ. თქვენი ოჯახები, მეგობრები და ათასობით მოქალაქე თქვენზე ფიქრობს და თქვენს თავისუფლებას ელოდება. ჩვენ ვამაყობთ თქვენი სიმტკიცით და გვჯერა, რომ დადგება დღე, როდესაც თავისუფლებას ერთად შევხვდებით. თქვენი ბრძოლა არ არის მხოლოდ პირადი ბრძოლა, ეს არის ბრძოლა ღირსებისთვის, სამართლიანობისთვის და ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის.

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებსაც: არცერთი ადამიანი არ უნდა დარჩეს მარტო უსამართლობის წინაშე. დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიურობა, ერთმანეთის მხარდაჭერა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა. ცვლილებებს ყოველთვის ადამიანები ქმნიან, ისინი, ვინც არ ეგუებიან უსამართლობას, ვინც ხმას იღებენ და მოქმედებენ.

არ იფიქროთ, რომ ერთი ადამიანის ხმა არაფერს ცვლის. ზუსტად ბევრი ერთი ადამიანის ხმა ქმნის საზოგადოებრივ ძალას. ზუსტად ამ ძალით იბადება ცვლილება. დღეს ჩვენი მთავარი გზავნილია, არ დავიღალოთ, არ გავჩუმდეთ და არ შევეგუოთ უსამართლობას. ერთმანეთი გავაძლიეროთ, შევინარჩუნოთ სოლიდარობა და ერთად ვიდგეთ თავისუფლების, სამართლიანობისა და ადამიანური ღირსების დასაცავად.

მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ბრძოლაში ჩვენს გვერდით დგას. გელოდებით დღეს, მარშზე, 19:00 საათზე, ფილარმონიიდან პარლამენტამდე, რომელიც სწორედ რეჟიმის ტყვეებს ეძღვნება. თავისუფლება სინდისის პატიმრებს! თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“, – ნათქვამია პატიმრების ოჯახის წევრების ნაწილის ერთობლივ განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ირანის საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს
  • სენაკში სტიქია მძვინვარებს, მოსახლეობა დახმარებას ითხოვს – კადრები ადგილიდან
  • დონალდ ტრამპი განცხადებას ავრცელებს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge