Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ბათუმში ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა

June 26, 2026
ბათუმში ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა

ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა – ინფორმაციას “ბათუმელები” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა.

ფაქტს ადასტურებენ ბათუმის მერიაში, თუმცა ამბობენ, რომ სკვერში ატრაქციონები გამართულია და არ აქვთ ინფორმაცია, რამ გამოიწვია ბავშვის დაზიანება.

„ბათუმელები“ ესაუბრა ბავშვის დეიდას, რომელიც ამბობს, რომ საქანელა, რომელზეც მისი დისშვილი დაშავდა, არაერთხელ ყოფილა დაზიანებული და მშობლები თავად ცდილობდნენ შეკეთებას.

„ბავშვს ფეხი აქვს დაზიანებული, თაბაშირში აქვს ჩასმული და 2 კვირა ასე უნდა იყოს. ჯერ არ ვიცით, შეძლებს თუ არა ფეხის დადგმას ამის შემდეგ. კიდევ კარგი, საქანელას ჩაწყვეტით უკან არ გადავარდა და ხერხემალი არ დაიზიანა.

არც მცირეწლოვნების საქანელებია კარგ მდგომარეობაში. უნდა გაითვალისწინონ, რომ ამ საქანელებზე 15-16 წლის ბავშვებიც ზიან ხოლმე და ხშირად უნდა შეამოწმონ.

ამ შემთხვევის შემდეგ ჯაჭვები შეცვალეს მხოლოდ და ისიც ნაწილ-ნაწილ. ისედაც ჩანს, რომ ნაწილია გამოცვლილი, რადგან ძველი ჯაჭვები მიჟანგულია და ახალი ვერცხლისფრად პრიალებს. ეს პოსტიც იმიტომ დავდე ფეისბუქზე რომ მინდოდა, სხვებსაც ჰქონოდათ ამაზე ინფორმაცია“- ამბობს ბავშვის დეიდა, თამო ბოლქვაძე „ბათუმელებთან“.

მისი თქმით, ბავშვთა გასართობი ტერიტორია ასევე გაუმართავია ფიროსმანის ქუჩის ბოლოს.

„არის შემთხვევები, როცა დიდებიც აზიანებენ ამ საქანელებს, ფეხებითაც დგებიან, მაგრამ თვეში ერთხელ ხომ უნდა შემოწმდეს ატრაქციონები? შარშან ზაფხულშიც იგივე სიტუაცია გვქონდა, რამდენჯერმე ჩაწყდა საქანელები და უნდა გენახათ, რა მდგომარეობა იყო. ხელით რომ იყო შეკეთებული ეს ჯაჭვები, ალბათ ამის გამო, დამოკლებული იყო ბევრ ადგილას და საქანელები სწორად კი აღარ იდგა, დაყირავებული იყო.

უნდა ნახოთ, რა სისწრაფით ქანაობენ ბავშვები და ჰაერში რომ ჩაუწყდეთ, წარმოიდგინეთ, რა დაზიანებას მიიღებენ.

ჩამოსასრიალებელი ადგილებიც არ არის მყარად გაკეთებული, რადგან ბევრჯერ შევნიშნე, რომ ბავშვების ჩამოსრიალების შემდეგ გადაიზნიქება ხოლმე ატრაქციონი და ეს ძალიან საშიშია“ – ამბობს თამო ბოლქვაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “მე რომ ვიყო შს მინისტრი და ჩემი გვერდის ავლით ვიღაცამ რომ დათხაროს ადამიანებს თვალები, 1 დღე რა გამაჩერებს შს მინისტრად და მერე რა გამაჩერებს პრემიერად?” – ირაკლი კობახიძე
  • “ღმერთი-რჯული მე არანაირი საჩივარი არ შემიტანია, ვინც ბილწსიტყვაობს მისი პრობლემაა და არა ჩემი” – ლალი მოროშკინა
  • გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge