Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულ 20 პირს, მათ შორის ირაკლი მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – სამი პირი ძებნაშია

June 26, 2026
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულ 20 პირს, მათ შორის ირაკლი მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა – სამი პირი ძებნაშია

ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ბრალდებულ 20 პირს, მათ შორის, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, ირაკლი მხეიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, მათგან სამი პირი ძებნაშია.

ირაკლი მხეიძეს 2023 წელს, როცა ის ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო და ფარმაცევტული რეგულირების სააგენტოს დირექტორი იყო, განხორციელებულ ქმედების ჩადენას ედავებიან. კერძოდ კი, ბრალდების მიხედვით, ის პირადი გამორჩენის მიზნით დანაშაულებრივ ჯგუფს ხელს უწყობდა ფსიქოტროპული ნივთიერებების საქართველოში უკანონო რეალიზაციაში და სამართალდარღვევებზე სამართლებრივ რეაგირებას არ ახდენდა.

პროკურატურის ინფორმაციის მიხედვით, დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად, ყოველგვარი რეგულაციისა და სანებართვო პირობების უხეში დარღვევით სამოქალაქო ბრუნვაში შევიდა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ჯამში 56 მილიონ ერთეულ აბზე მეტი ფსიქოტროპული მედიკამენტი, რამაც რიგ შემთხვევებში ათასობით მოქალაქის ჯანმრთელობას სხვადასხვა სიმძიმის საფრთხე შეუქმნა.

ამასთან, უწყების ცნობით, დანაშაულებრივმა ჯგუფის წევრებმა განხორციელებული უკანონო სამეწარმეო საქმიანობის შედეგად, მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით – ჯამში 54 მილიონამდე ლარის უკანონო შემოსავალი.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ ჯგუფურად უკანონო სამეწარმეო საქმიანობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 55 პირის, მათ შორის 24 იურიდიული პირის მიმართ დაიწყო.

ბრალდებულების მიმართ სისხლისამართლებრივი დევნა სსკ-ის 332-ე, 192-ე და 194-ე მუხლებით (უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) დაიწყო, რაც ფიზიკური პირებისათვის სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ხოლო იურიდიული პირებისათვის ჯარიმას, საქმიანობის უფლების ჩამორთმევას ან ლიკვიდაციას ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ბათუმში ატრაქციონზე 12 წლის ბავშვი დაშავდა
  • ქართველმა ფეხბურთელმა გიორგი ჩუბინიძემ ინგლისის პრემიერლიგის კლუბ ბორნმუთთან პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
  • “ყველას აინტერესებს, ვინ იყო ის ადამიანი, ვინც „დიფ სთეითიდან“ გირეკავდათ” – შარაშიძე კობახიძეს

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge