Friday, June 26, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს – ძებნაა გამოცხადებული მიხეილ ჩოხელზე

June 26, 2026
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულები პატიმრობაში გაუშვეს – ძებნაა გამოცხადებული მიხეილ ჩოხელზე

სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულები წინასწარ 2 თვიან პატიმრობაში გაუშვეს – პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.

საქმე ეხება 53 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობის საქმეს, სადაც დაკავებულია ორგანიზებული ჯგუფის 17 წევრი, ხოლო მიმალვაში მყოფი 3 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა. 3 პირს შორის არის ყოიფლი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრი, მიხეილ ჩოხელიც.

ამავე საქმეზე ბრალდება ასევე წარედგინა 11 ფიზიკურ პირს, რომლებმაც ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ხელი შეუწყვეს მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გამოვლენას, მათ მიმართ სასამართლომ საპატიმრო ღონისძიება არ გამოიყენა.

“სასამართლომ ჩვენი დასაბუთება სრულად გაიზიარა და ყველა ბრალდებულის მიმართ გამოიყენა აღკვეთის ღონისძიების უმკაცრესი სახე – პატიმრობა. რაც შეეხება სხვა პირებს, რომლებიც ამ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულები არიან დაკავების გარეშე, მათ მიმართ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე, გამომდინარე იქიდან, რომ თითოეული მათგანი გამოძიების ეტაპზე აღიარებს მათთვის ბრალად შერაცხილ დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას, ამავდროულად, თანამშრომლობს გამოძიებასთან და უთითებენ იმ კონკრეტულ პირებს, რომლებიც ამ დანაშაულებრივ საქმიანობაში იყვნენ ჩართულები და შესაბამისი როლები ჰქონდათ განაწილებული,” – განაცხადა საქმის პროკურორმა, გრიგოლ ნიშნიანიძემ სხხდომის დასრულების შემდეგ.

24 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართული ბრიფინგით ცნობილი გახდა, რომ სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დანაშაულებრივი ჯგუფის 17 წევრი დააკავეს, 3 პირზე კი ძებნა გამოცხადდა.

დაკავებულთა შორის არიან სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მაღალჩინოსნები.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ითქვა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფი 7 წლის განმავლობაში უკანონო საქმიანობას ეწეოდა და 53 მილიონ ლარზე მეტს დაეუფლა.

გამოძიებით დადგინდა, რომ ფართომასშტაბიანი ქსელი ქვეყანაში 2018–2025 წლებში მოქმედებდა. პროცესს კი ორგანიზებას უწევდნენ ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი კომპანიების ხელმძღვანელები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 194-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 9-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „სოლიდარობა და მხარდაჭერა ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს“- გლდანის პენიტენციურ დაწესებულებასთან დღეს აქცია გაიმართება
  • ოჯახის ინფორმაციით, 32 წლის ქალს პირველ სამშობიარო კლინიკაში ოპერაციის შემდეგ სეფსისი განუვითარდა და 2 კვირაა კომაშია
  • თბილისში, გრიშაშვილის ქუჩაზე გზა ჩავარდა

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge