TBC აცხადებს, რომ გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევა, თუმცა მიიჩნევს, რომ მსგავსი თემები განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს და მათზე ხუმრობა მიუღებელია.
“აღნიშნულ საკითხზე „ოკტოპუსმა“ უკვე გააკეთა განცხადება. ჩვენ არ ვერევით გადაცემის სარედაქციო პოლიტიკაში. ჩვენი პოზიციაა, რომ მსგავსი თემები განსაკუთრებულ სიფრთხილესა და პასუხისმგებლობას მოითხოვს და მათზე ხუმრობა მიუღებელია” – აღნიშნულია TBC-ის განცხადებაში.
