2022 წლის ივლისში საშუალო და მაღალი ინტენსივობის მაგნიტური ქარიშხლები გველის, ამიტომ მაგნიტური რყევების მიმართ მგრძნობიარე ადამიანები წინასწარ უნდა მოემზადონ.
2022 წლის ივლისის გეომაგნიტური ქარიშხლის კალენდარი:
7 ივლისი: ამ თვის პირველი მაგნიტური ქარიშხალი საშუალო ინტენსივობის იქნება. მაგნიტური რყევების მიმართ მგრძნობიარე ადამიანებს ვურჩევთ ამ დღეს მაგარი ყავისა და ალკოჰოლური სასმელების მიღებას მოერიდონ.
15 ივლისი: ამ დღეს დედამიწას საკმაოდ ძლიერი მაგნიტური ქარიშხალი ელის. ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებმა შეიძლება დაღლილობა, ძილიანობა და თავის ტკივილი იგრძნონ. გირჩევთ საჭირო მედიკამენტები ახლოს იქონიოთ.
29 ივლისი: ივლისის თვის ბოლო მაგნიტური ქარიშხალი საშუალო სიძლიერის იქნება. ირჩევთ ამ დღეს ფიზიკურ დატვირთვას, მოგზაურობას და მნიშვნელოვან საქმეებს მოერიდოთ.
როგორ დავიცვათ თავი გეომაგნიტური ქარიშხლის დროს?
შეეცადეთ მავნე ჩვევებზე უარი თქვათ და ჯანსაღი ცხოვრების წესი დაიცვათ:
ყოველდღიურად დალიეთ 2 ლიტრამდე წყალი;
მზის აქტივობის დროს ეცადეთ, მეტი დაისვენოთ და კარგად გამოიძინოთ;
უარი თქვით ალკოჰოლზე, ნიკოტინსა და მძიმე, ცხიან საკვებზე;
ხშირად ისეირნეთ სუფთა ჰაერზე;
ყოველთვის ახლოს იქონიეთ საჭირო მედიკამენტები;
დაიცავით ექიმის რეკომენდაციები;
მაგნიტური დღეების დროს არ დაგეგმოთ ხანგრძლივი მოგზაურობა და მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ დატვირთვას;
მაგნიტური რყევების დროს მოერიდეთ სტრესულ და კონფლიქტურ სიტუაციებს.
წყარო: Funtime