რუსთავში 39 წლის კაცი დაჭრეს – ინფორმაციას რეგიონიუსი ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა კოსტავას გამზირზე მოხდა. მათივე ცნობით, რამდენიმე პირს შორის მომხდარი შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
