პაპუაშვილის თქმით, პარლამენტის რეგლამენტი სწორად ზღუდავს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების განხილვას, რადგან ასეთ საკითხებზე მსჯელობა პარლამენტს სასამართლოს როლში აყენებს და ეს არასწორია.
„მე მგონი, ამ მომენტმაც კარგად გვაჩვენა, რატომ არის ეს შეზღუდვა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში, რომ არ იყოს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების განხილვა. რა თქმა უნდა, პროკურორი ისაუბრებს ბრალდების შინაარსზე, თქვენ, ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ გიორგი გახარიას ადვოკატები ხართ, კითხვა იმიტომაც დასვით, ადვოკატებად გამოდიხართ. სხვა შემთხვევაში, გამომსარჩლებელი შეიძლება არ ჰყავდეს ბრალდებულ პირს დარბაზში.
მე მაშინ მოსამართლე უნდა ვიყო, ჩაქუჩი კი მაქვს, მაშინ მოსამართლის როლი უნდა ვითამაშო და გადავწყვიტოთ მაშინ პარლამენტის დარბაზში და გამოვიტანოთ განაჩენები. ამიტომ არის ეს შეზღუდვა და არასწორი სისხლის სამართლის საქმეების შინაარსზე საუბარი. მადლობა ბატონო გიორგი [გვარაკიძე], რომ თქვენი პასუხითაც მოგვეცით საშუალება კიდევ ერთხელ, რომ მაგალითზე გვეჩვენებინა, რატომ არის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეების განხილვის შეზღუდვა რეგლამენტში” [IPN] | მიმართა პაპუაშვილმა გახარიას პარტიის წევრებს
