Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“მურუსიძის სასამართლო მასამართლებს და მე ვარ დამნაშავე? – თუ თვლი, რომ ე.წ. ლეგიტიმური ხელისუფლება ხარ და იცავ პრეზიდენტის სასახლეს, რატომ არ იდგა წინ სპეცრაზმი და რატომ იყო დამალული?” – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მანუჩარ მიქელაძე

June 24, 2026
“მურუსიძის სასამართლო მასამართლებს და მე ვარ დამნაშავე? – თუ თვლი, რომ ე.წ. ლეგიტიმური ხელისუფლება ხარ და იცავ პრეზიდენტის სასახლეს, რატომ არ იდგა წინ სპეცრაზმი და რატომ იყო დამალული?” – 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მანუჩარ მიქელაძე

მურუსიძის სასამართლო მასამართლებს მე და მე ვარ დამნაშავე?, – ამის შესახებ ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულმა მანუჩარ მიქელაძემ განაცხადა.

ის დაკავებული 13 პირიდან ერთადერთია, ვინც საპროცესო შეთანხმებაზე უარი განაცხადა.

მან სასამართლოში საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლა.

„დღეს, რაც აქ ხდება, ბოლო წლების განმავლობაში რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, სასაცილო და სატირალია. ქვეყნის მომავლისთვის მებრძოლი ადამიანები ვისჯებით და გამოგვკეტეს სატუსაღოში. როგორ შეგიძლიათ ქართველს, ქვეყნისთვის, ევროპული მომავლისთვის, შვილების მომავლისთვის მებრძოლი ადამიანები 5 წლით გაასამართლოთ? ეს იყო პროვოკაცია. თუ თვლი, რომ ე.წ. ლეგიტიმური ხელისუფლება ხარ და იცავ პრეზიდენტის სასახლეს, რატომ არ იდგა წინ სპეცრაზმი და რატომ იყო სპეცრაზმი შიგნით დამალული? ჩვენს, გაბრაზებულ ხალხსა და სპეცრაზმს შორის 5-6 პოლიციელი იდგა, რომელიც პროვოკაციისთვის იყო იქ. რატომ მივედით ათასობით ადამიანი იქ? გაბრაზებული ვართ, რადგან, ამ ქვეყანაში, დიახ, ყვავის კორუფცია, ნეპოტიზმი და პროპაგანდამ წალეკა ქვეყანა. აბსოლუტური უმრავლესობის ნება-სურვილს კლავს ე.წ. ხელისუფლება, ამისთვის უნდა დავისაჯო და მომაშოროთ ჩემს ოჯახს?

ეს თუ არ იყო პროვოკაცია არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ დაგეგმილი, რატომ იდგა გაბრაზებულ ხალხსა და დამალულ სპეცრაზმს შორის რამდენიმე პოლიციელი, რომელიც გვაგინებდა. ღობე იყო გადაჭრილი, მე ვიყავი პირველი, ვინც შეამოწმა, გადაჭრილი იყო თუ არა.

გამომძიებელმა თქვა, რომ გამოიძია და თურმე, მანუჩარ მიქელაძემ დაარტყა თანამშრომელს. ის რატომ არ გამოიძია, რომ ვთქვი, ჩვენ წინააღმდეგ პროვოკაცია იყო? მურუსიძის სასამართლო მასამართლებს მე და მე ვარ დამნაშავე? 5 წელი უნდა ვიჯდე ციხეში იმისთვის, რომ მათ შორის, თქვენი შვილის მომავლისთვის ვიბრძოდი?

კი, დავარტყი, დაიმსახურა და დავარტყი! სხვა გზა არ დამიტოვა. აქვს უფლება, ოჯახს და შვილებს რომ მიგინებს? მივედი და დავარტყი.

მე არ ვარ დამნაშავე, დამნაშავეები არიან ისინი, ვინც ამ ქვეყანას მომავალს უნგრევენ!”,- განაცხადა მიქელაძემ.

ცნობისთვის, მანუჩარ მიქელაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ხმას მისცემენ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არანაირი სურვილი არ აქვთ” – ნიკოლოზ სამხარაძე
  • ანტონ უპერზე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება
  • “4 ოქტომბრის საქმეზე, ვინც დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, სასჯელის ალტერნატიული საშუალება იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება” – გიორგი გვარაკიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge