Wednesday, June 24, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

სახელმწიფო ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს

June 24, 2026
სახელმწიფო ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივ კოხლეარულ იმპლანტაციას დააფინანსებს

ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, კოხლეარული იმპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა ფართოვდება. ცვლილების შედეგად, ოთხ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ორმხრივი კოხლეარული იმპლანტაცია გახდება ხელმისაწვდომი.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს ოტორინოლარინგოლოგთა ასოციაციის წარმომადგენლებსა და დარგის სპეციალისტებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა პროგრამაში დაგეგმილი ცვლილებები და მათი იმპლემენტაციის საკითხები განიხილეს.

„აღინიშნა, რომ პროგრამის გაფართოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სმენის მძიმე დაქვეითების მქონე ბავშვების განვითარების, მეტყველებისა და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს, რადგან ადრეულ ასაკში სმენის სრულფასოვან აღდგენას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ პროგრამის ფარგლებში კვლავაც გაგრძელდება ცალმხრივი კოხლეარული იმპლანტაციის დაფინანსება, რომელიც კვლავ ხელმისაწვდომი იქნება ყველა ასაკის პაციენტისთვის, შესაბამისი სამედიცინო ჩვენების საფუძველზე.

„სახელმწიფო პროგრამა ასევე მოიცავს კოხლეარული იმპლანტაციის შემდგომ აუცილებელ სარეაბილიტაციო მომსახურებებსა და თერაპიას, რაც პაციენტების სრულფასოვან რეაბილიტაციასა და მკურნალობის შედეგების გაუმჯობესებას უზრუნველყოფს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “ევროსაბჭოს რეზოლუციის ავტორებს, ასევე ადამიანებს, რომლებიც ხმას მისცემენ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან დიალოგის არანაირი სურვილი არ აქვთ” – ნიკოლოზ სამხარაძე
  • ანტონ უპერზე, რომელსაც 4 ოქტომბრის საქმეზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება
  • “4 ოქტომბრის საქმეზე, ვინც დანაშაული აღიარა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა, სასჯელის ალტერნატიული საშუალება იყო საპროცესო შეთანხმების გაფორმება” – გიორგი გვარაკიძე

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge