Procter & Gamble-მა „TV იმედთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა – ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა City AM წერს.
გამოცემის მიხედვით, P&G, რომელიც ისეთ ბრენდებს ფლობს, როგორებიცაა Gillette და Pampers, „იმედზე“ რეკლამას მას შემდეგაც ათავსებდა, რაც ტელეკომპანია 2026 წლის თებერვალში გაერთიანებული სამეფოს სანქციების სიაში მოხვდა.
City AM-ის ინფორმაციით, P&G-ის ევროპული ეთიკისა და შესაბამისობის ოფისის ხელმძღვანელისა და უფროსი დირექტორის, ჯონ ბრენდონის მიერ ჩატარებული შიდა გამოძიების საფუძველზე, ფირმამ ორშაბათს აღნიშნულ მედიაკომპანიასთან ბიზნესურთიერთობა შეწყვიტა.
ცნობილია, რომ ანალოგიური შიდა შემოწმება დაიწყო Nestlé-მაც.
ცნობისთვის, 2026 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოში მოქმედი სახელისუფლებო ტელევიზიები „ტელეიმედი“ და „პოსტივი“ დაასანქცირა.
სანქცირების საფუძვლად ბრიტანეთის მთავრობამ დაასახელა „დეზინფორმაცია“ უკრაინასთან დაკავშირებით.
