ინგუშეთში 8 წლის ხიზირ დერბიჩევის დაკრძალვაზე ათობით ათასი ადამიანი მივიდა – ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ადგილობრივი წყაროები ავრცელებენ.
სამგლოვიარო ცერემონიას ინგუშეთის გარდა, ჩეჩნეთის, ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტნის, ყაბარდო-ბალყარეთისა და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რეგიონების მცხოვრებლები დაესწრნენ.
8 წლის ბიჭის ცხედარი გუშინ, მდინარე სუნჟაში 8-დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. ბავშვი 15 ივნისს მდინარის დინებამ გაიტაცა. სამძებრო ოპერაციაში 20 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. მაშველების გარდა, ბავშვს სხვადასხვა რეგიონიდან ჩასილო მოხალისეებიც ეძებდნენ.
ხიზირ დერბიჩევი მდინარეში მეგობრის დასახმარებლად გადახტა და ადიდებული წყლიდან თავის დაღწევა ვეღარ შეძლო. მეგობარი გადაარჩინეს.
